გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალ...
შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე დიდი ცოდვის შესახებ ჰკითხეს და მან თქვა: ყველაზე მძიმე მათგან არის დიდი შირქი — როდესაც ალლაჰს უტოლე...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა:...
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: რომ ის აბსოლუტურად არ საჭიროებს იმას, ვისა...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხე...
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) გვამცნობს, რომ ყველა მუსლიმი შევა სამოთხეში, გარდა იმათი, ვინც უარყო.
საჰაბებმა ჰკითხეს: ვინ არის ის, ვინც...
უმარ ბინ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას ამბობდა: «არ განმადიდოთ ისე,...
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კრძალავს მის ზედმეტ ქებას და იმ ზღვარის გადაჭარბებას, რომელიც შარიათით არის დადგენილი, და ასევე მისი...
ანასი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: «არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს...
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გვატყობინებს, რომ მუსლიმი სრულყოფილი მორწმუნე ვერ იქნება, სანამ ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და...
გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ». მე ვთქვი: ჭეშმარიტად ეს მართლა დიდი ცოდვაა, შემდეგ ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «საკუთარი შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ ის შენთან ერთად დაიწყებს ჭამას», ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «მრუშობა მეზობლის ქალთან».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა: "მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატივებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა ვინც უარყო", შეეკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, და ვინ უარყოფს? თქვა: «ვინც დამემორჩილა შევა სამოთხეში, ხოლო ვინც იურჩებს მან უარყო».
უმარ ბინ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას ამბობდა: «არ განმადიდოთ ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს მარიამის ძე, მე მხოლოდ ალლაჰის მონა ვარ და ამიტომ თქვით: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი».
ანასი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: «არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით, ამიტომ, როცა რაღაცისგან აგიკრძალავთ, მოერიდეთ მას, ხოლო თუ რაღაცას გიბრძანებთ, შეასრულეთ ეს იმის მიხედვით, რამდენადაც შეძლებთ»
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».
გადმოცემულია მიყდაამ იბნ მა'დიქარიბისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია, რასაც მასში ჰალალად (ნებადართულად) ვპოულობთ, ნებადართულად მივიჩნევთ, ხოლო რასაც მასში ჰარამად (აკრძალულად) ვპოულობთ, აკრძალულად მივიჩნევთ". ჭეშმარიტად ის, რაც მოციქულმა მუჰამმადმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას აკრძალა, ისეთივე აკრძალულია, როგორც ალლაჰმა აკრძალა."
აიშასა და აბდულლაჰ იბნ 'აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მათ თქვეს: როდესაც მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღსასრული მოახლოვდა, ის ხალათს სახეზე იფარებდა. როცა ხალათი მას ტვირთად მოეჩვენებოდა, სახიდან იხსნიდა და ამ მდგომარეობაში თქვა: «ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად აქციეს». ამ სიტყვებით მათ აფრთხილებდა იმ საქციელსთვის, რასაც ისინი ჩადიოდნენ.
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ გადააქციოთ თქვენი სახლები საფლავებად და არ აქციოთ ჩემი საფლავი სადღესასწაულო ადგილად. დამლოცეთ, რადგან თქვენი დალოცვა ჩემამდე აღწევს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ».
გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».