- აკრძალულია მეჩეთების მშენებლობა საფლავებზე, ლოცვის შესრულება მათ( ანუ :საფლავების) გვერდით, ასევე მეჩეთებში მიცვალებულთა დაკრძალვა. ეს ყველაფერი იმ მიზნითაა, რომ აღიკვეთოს გზა, რომელიც შესაძლოა შირქისკენ (მრავალღმერთიანობისკენ) მიყვანის მიზეზი გახდეს.
- სასაფლაოებზე სამლოცველოების აგება, მათში სურათების(ხატების) ჩამოკიდვა, ეს არის იუდეველების და ქრისტიანების ქმედება, და ვინც მსგავსად მოიქცევა მათ დაემსგავსება.
- სულიერი არსებების დახატვის და გამოქანდაკების აკრძალვა.
- ვინც სასაფლაოზე ააგო სამლოცველო და მასში ხატები განათავსა, ის უზენაესი ალლაჰის მიერ გაჩენილ ქმნილებათაგან ყველაზე საშინელია.
- შარიათი სრულად იცავს თავჰიდს (ერთღმერთიანობას) და კეტავს ყველა გზას, რომელმაც შეიძლება მრავალღმერთიანობამდე (შირქამდე) მიიყვანოს.
- ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ პატივისცემის გადაჭარბების აკრძალვა; რადგან ეს შირქში (მრავალღმერთიანობაში) აღმოჩენის მიზეზია.