გადმოცემულია უსმან იბნ ა'ფვანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც საუჯეთესო ფორმით აიღებს ა...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც აბდესს სუნნისს და მისი ნორმების დაცვით აიღებს, ეს იქნება მისი ცოდვების გაბათილების და შე...
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ერთმა კაცმა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, ჩვენ ზღვით...
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჩვენ ზღვით ვმოგზაურობთ გემებზე, ვთევზაობთ ან ვვაჭრობთ და მსგავსი საქმეებით ვართ დაკავებუ...
აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს წყლის შესახებ და იმის...
მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს წყლის სისუფთავის შესახებ, რომელსაც ცხოველები და მტაცებლები დასალევად ან სხვა საჭიროებისთვის იყენებენ....
გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა თქვენ მიდიხართ საპირფარე...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა მათთვის, ვისაც სურს შარდვის ან სხვა ბუნებრივი მოთხოვნილების შესრულება, ყიბლას (ქააბას მიმართულებით)...
აბუ ყათაადა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ისლამური ეთიკის რამდენიმე წესი. კერძოდ, მან აუკრძალა მამაკაცს, რომ შარდვისას მარჯვენა ხელით შეეხოს...

გადმოცემულია უსმან იბნ ა'ფვანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც საუჯეთესო ფორმით აიღებს აბდესს, მისი ცოდვები დატოვებს მის სხეულს, ისინი გამოვა მისი ფრჩხილების ძირებიდანაც კი».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ერთმა კაცმა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, ჩვენ ზღვით ვმოგზაურობთ და თან მხოლოდ ცოტა წყალს ვიღებთ. თუ მას განბანვისთვის გამოვიყენებთ, სასმელად წყალი აღარ დაგვრჩება. შეგვიძლია თუ არა ზღვის წყლით განბანვა?" ამაზე ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მისი წყალი სუფთაა, ხოლო მისი მკვდარი (ზღვის ბინადარი) — ნებადართულია».

აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს წყლის შესახებ და იმის შესახებ, რომ მასთან მიდიან ცხოველები და მტაცებლები. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «თუ წყლის მოცულობა აღწევს ორ ყულას (დიდ ჭურჭელს), ის არ ბინძურდება».

გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით». აბუ აიუბმა თქვა: "შამში ჩასვლისას ვიპოვეთ საპირფარეშოები, რომლებიც ყიბლას მიმართულებით იყო აშენებული, ამიტომ ჩვენ ცოტას ვიბრუნებდით მიმართულებას და ვთხოვდით უზენაეს ალლაჰს პატიებას".

აბუ ყათაადა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს».

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულ განბანვას ასრულებდა ერთი სა'იდან ხუთამდე მუდდის წყლის გამოყენებით, ხოლო მცირე განბანვას ასრულებდა ერთი მუდდის წყლით».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)».

ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: 'უმარ იბნ ალ-ხატტაბმა მითხრა: რომ ერთმა კაცმა აიღო აბდესი, მაგრამ ფეხის თითზე ფრჩხილის ზომის ადგილი დარჩა მშრალი. ეს მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა და უთხრა: «დაბრუნდი და სრულყოფილად აიღე აბდესი». კაცი დაბრუნდა, სრულყოფილად აიღო აბდესი და შემდეგ ლოცვა შეასრულა.

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ჩვენ ვბრუნდებოდით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მექქადან მედინაში. გზად ერთ წყაროს მივუახლოვდით, და ადამიანები აჩქარდნენ [განბანვის შესასრულებლად], რათა არ დაეგვიანათ შუადღის შემდგომი ლოცვა (‘ასრი). როდესაც მათთან მივედით, შევამჩნიეთ, რომ მათ ქუსლებზე ზოგ ადგილას წყალი არ მოხვედრილიყო. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!»

'ამრ იბნ 'აამირი გადმოსცემს ანას იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): "მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა". მე ვკითხე: „როგორ იქცეოდით თქვენ?“ მან უპასუხა: „ჩვენთვის საკმარისი იყო ერთხელ გაკეთებული პატარა განბანვა, სანამ არ დაგვერღვეოდა მისი მდგომარეობა".

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვას აკეთებდა სხეულის თითოეული ნაწილის ერთხელ დაბანით".