- ყველა ადამიანს, ვინც იღვიძებს ძილის შემდეგ, ევალება ცხვირის გამორეცხვა, რათა შაიტნის კვალი ნესტოებიდან მოიცილოს. თუ ადამიანი აპირებს აბდესის აღებას, ეს მითითება კიდევ უფრო სავალდებულო ხდება.
- ცხვირის გამორეცხვა (ისთინსარ) ასრულებს წყლის ჩასუნთქვის (ისთინშაყ) პროცესს, რადგან ისთინშაყ ასუფთავებს ცხვირის შიდა ნაწილს, ხოლო ისთინსარს გამოჰყავს დაგროვილი ჭუჭყი წყალთან ერთად.
- ამ ქმედების დაკავშირება ღამის ძილთან გამომდინარეობს სიტყვა „يَبيت“ („ღამით ყოფნა“) გამოყენებიდან, რადგან ღამისთევა გულისხმობს სწორედ ღამის ძილს. გარდა ამისა, ღამის ძილი, როგორც წესი, ხანგრძლივი და ღრმა მდგომარეობით გამოირჩევა.
- ჰადისში მითითებულია, რომ შაიტანი კონტაქტში მოდის ადამიანთან, თუმცა მას(ადამიანს) არ ესმის და ვერ აცნობიერებს ამას.