გადმოცემულია აბულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი საქმეა...
შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, თუ რომელი საქმე იყო ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: სავალდებულო ლოცვა, რომელიც სრულდება ალ...

გადმოცემულია აბულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე». შემდეგ მან თქვა: თუ მე გავაგრძელებდი მის კითხვას, ის აუცილებლად კიდევ რაიმეს დაამატებდა.

უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის".

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა».

გადმოცემულია 'ამრ იბნ შუ'აიბისგან მისი მამისგან მისი ბაბუისგან, რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უთხარით თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლისანი გახდებიან, და დასაჯეთ ისინი, თუ არ ილოცებენ, როცა ათი წლის გახდებიან, და გააცალკევეთ ისინი საწოლებში».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: "მე გავყავი ლოცვა ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის ორად, და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც უთხოვს". როდესაც მსახური ამბობს: {დიდება ალლაჰს, სამყაროების მბრძანებელს!'} ალლაჰი ამბობს: 'დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა.' როდესაც ამბობს: {მოწყალეს და შემწყალებელს} ალლაჰი ამბობს: ქება მომაგო ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: { განსჯის დღის მეუფეს} ალლაჰი ამბობს: 'დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა, და ზოგჯერ ამბობს: ჩემს ხელთ მიანდო საქმენი ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {მხოლოდ შენ გეთაყვანები და მხოლოდ შენგან ვითხოვ დახმარებას}, ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. როდესაც ამბობს: {დაგვადგინე სწორ გზაზე, იმათ გზაზე, ვისაც წყალობა მიაგე, და არა მათ(გზაზე), რომელნიც შენი რისხვის ქვეშ არიან და, არც მათ გზაზე რომელნიც სწორგზას ასცდნენ!} ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემი მორჩილისთვის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს".»

ბურაიდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შეთანხმება ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, ვინც ის მიატოვა, ურწმუნოება ჩაიდინა».

ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება».

სალიმ იბნ აბუ ალ-ჯა‘დი გადმოსცემს, რომ ერთმა კაცმა თქვა: "ნეტავ ლოცვა აღვასრულო და დავისვენო!" როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ მან განაცხადა: "მე მოვისმინე, როგორ თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): «ო, ბილალ! მოუხმე ლოცვისკენ და დაგვასვენე მისით».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს მაღლა სწევდა თავისი მხრების სიმაღლეზე, ლოცვის გახსნისას, ასევე ხელებს იგივე დონეზე სწევდა, როცა რუქუ'ში ჩასვლისას ალლაჰუ აქბარ-ს წარმოთქვამდა და რუქუ'იდან ამოსვლისას. ამ დროს ის ამბობდა: «სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ». თუმცა, ის სუჯუდის დროს ამას არ აკეთებდა.

'უბაადა იბნ საამით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არის ლოცვა იმისი, ვინც არ წაიკითხა სურა ალ-ფათიჰა».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "რომ ის ყოველთვის ამბობდა "ალლაჰუ აქბარ"-ს ყოველ ნამაზში, როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობით ლოცვებში, როგორც რამადანში, ისე მის მიღმა. ის ამბობდა თაქბირს როცა დგებოდა, შემდეგ ისევ თაქბირს როცა მოიხრებოდა წელში. შემდეგ ამბობდა: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", ხოლო ამის შემდეგ "ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ", შემდეგ ის ამბობდა: ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდიდან თავს ასწევდა, შემდეგ ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორე სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორედ სუჯუდიდან თავს ასწევდა. როცა მეორე რაქ'ათიდან ჯდომის მდგომარეობიდან დგებოდა, კვლავ ამბობდა ალლაჰუ აქბარ. ის ამას იმეორებდა თითოეულ რაქ'ათში, სანამ ნამაზს არ დაასრულებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის ამბობდა: «ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს».