გადმოცემულია იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე,...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იბნ მას'უდს (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თაშაჰჰუდის სიტყვები, რომლებიც უნდა წარმოითქვას ლოცვაში, მისი ხელი...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებას აკეთებდა და ამბ...
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰს ოთხი რამისგან ეკედლებოდა, ლოცვის დროს ბოლო თაშაჰუდზე სალამის მიცემამდე და გვიბრძანა ჩვენც მივ...
გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან, მან თქვა: "ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებ...
ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რომელი საქმეა ისეთი, რაც სამოთხეში შესვლის მიზეზი გახდება, ან რომელი საქმე უყვარს ალლაჰს ყვ...
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ადამიანმა არ უ...
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ლოცვა იმ დროს, როცა მის წინ საჭმელია, რომელიც მლოცველს გულმოდგინედ სურს რომ მიირთვას და მის...
გადმოცემულია 'უსმან იბნ აბი ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი): "ერთხელ იგი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო, ალლ...
'უსმან იბნ აბულ-ასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მივიდა მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) და უთხრა: "ო, ალლაჰის მოციქულო, ეჭვგარეშეა, რო...

გადმოცემულია იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰანნაბიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ)». სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, ალლაჰი ის არის(ასსალაამ) მშვიდობა, ამიტო როდესაც რომელიმე თქვენგანი დაჯდება ლოცვაზე მან თქვას: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს", როცა ამას იტყვის ეს ყველა მართალ მსახურს ალლაჰისას მიუვა ზეცაშიც და მიწაზეც, "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია", შემდეგ შეევედროს იმ სათხოვარით, რაც მას სურს».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებას აკეთებდა და ამბობდა: «ჩემო ღმერთო, მე მოგეკედლები შენ საფლავის სასჯელისგან, ჯოჯოხეთის სასჯელისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ცდუნებისგან, და ცრუ მესია დაჯჯალის ცდუნებისგან». მუსლიმის გადმოცემაში ნათქვამია: «როცა დაამთავრებს რომელიმე თქვენგანი ბოლო თაშაჰუდს, ალლაჰს მიეკედლოს ოთხისგან: ჯოჯოხეთის სასჯელისგან, საფლავის სასჯელისგან, სიცოცხლის და სიკვდილის ცდუნებისგან და ცრუ მესია დაჯჯალის ბოროტებისგან».

გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან, მან თქვა: "ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებულ მონას, და ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელსაც გავაკეთებ და ალლაჰი შემიყვანს სამოთხეში?" ან ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს". ის გაჩუმდა. კვლავ ვკითხე, მაგრამ ის ისევ გაჩუმდა. მესამედ ვკითხე და მან მითხრა: "ვკითხე მასზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თქვა: «იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს» მა'დაანმა თქვა: "შემდეგ შევხდი აბუ ად-დარდაას და მასაც იგივე ვკითხე. მანაც იგივე მიპასუხა, რაც სავბანმა მითხრა".

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან».

გადმოცემულია 'უსმან იბნ აბი ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი): "ერთხელ იგი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო, ალლაჰის მოციქულო, ეშმაკი მიშლის ხელს ლოცვაში და ყურანის კითხვაში, რადგან ჩემს გონებას აბნევს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ეს არის ეშმაკი, სახელად ხინზაბ. როცა მის არსებობას იგრძნობ, მიმართე ალლაჰს მის წინააღმდეგ დაცვისთვის და სამჯერ გადააფურთხე მარცხნივ». 'უსმანმა თქვა: "ასე მოვიქეცი და ალლაჰმა ის ეშმაკი ჩემგან მოაშორა".

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახეს არ დაამსგავსოს?!»

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თუ რომელიმე თქვენგანს ლოცვის დროს ეჭვი გაუჩნდება და ვერ გაარკვევს, სამი რაქათი ილოცა თუ ოთხი, მან ეჭვი უნდა უარყოს და დაეყრდნოს იმას, რაშიც დარწმუნებულია. შემდეგ მან უნდა შეასრულოს ორი სუჯუდი მისალმების წინ. თუ მან ხუთი რაქათი წაიკითხა, ეს დამატებითი რაქათი მის ლოცვას სრულყოფილად აქცევს. ხოლო თუ მან ოთხი რაქათი სრულყოფილად წაიკითხა, ეს ორი სუჯუდი იქნება შაიტნისთვის დამცირება»

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენეს კაცი, რომელმაც მთელი ღამე იძინა, სანამ არ გაუთენდა, და მან თქვა: «ეს ის კაცია, რომელსაც ეშმაკმა ჩაუშარდა ყურებში», ან თქვა: «მის ყურში».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს. ვინც მეორე დროის პერიოდში გაემართება [მზის ამოსვლასა და იმამის გამოსვლას შორის], ის შეწირულ ძროხას წააგავს. ვინც მესამე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ რქიან ყოჩს წააგავს. ვინც მეოთხე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ ქათამს წააგავს. ხოლო ვინც მეხუთე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ კვერცხს წააგავს. ხოლო როდესაც იმამი გამოვა, ანგელოზები დაჯდებიან, რათა მოისმინონ [ალლაჰის ხსენება]».

გადმოცემულია სავბანისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ლოცვას დაასრულებდა სამჯერ ითხოვდა მიტევებას (ასთა'აფირულლაჰ წარმოთქვამდა სამჯერ) თქვა: «ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო /ალლაჰუმმა ანთა ს-ალაამ, ვა-მინქა სალაამ, თაბაარაქთა ზალ-ჯალაალი ვალ-იქრაამ». ვალიდმა თქვა: მე ვუთხარი ავზა'ის: როგორია ისთიღფარი (მიტევების თხოვნა)? მან თქვა: უნდა თქვა: ასთღაფირულლაჰ, ასთღაფირულლაჰ (ღმერთო მომიტევე).