გადმოცემულია აბუ ზუბაირისგან, რომ მან თქვა: იბნ ზუბაირ ყოველ ლოცვაზე სალამის მიცემის შემდეგ ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მისია მეუფება, მას ეკუთვნის ქება-დიდება და მას ყველაფერზე ძალა შესწევს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა, მას ეკუთვნის წყალობა და მადლი, მას ეკუთვნის საუკეთესო ქება, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მისია წრფელი რელიგია, თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს» /ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუნნი''მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სანააულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირიინ/. თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ».