გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: დიდი ცოდვ...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს დიდ ცოდვებს, რომლებიც არის ისეთი ქმედებები, რომელთათვისაც ჩამდენს აღეთქვა მკაცრი სასჯელი...
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა, რომ განკითხვოს დღეს ადამიანთა შორის მსაჯულება დაიწყება ერთმანეთის მიმართ ჩადინელ უსამართლობაზე: სი...
აბდულლაჰ იბნ ამრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებს, რომელმაც თქვა: «ვინც მოკლავს ხელშეკრულე...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკაცრად აფრთხილებს, რომ ვინც მოკლავს ხელშეკრულების მქონე არამუსლიმს (ეს ნიშნავს იმას, ვინც არამუსლიმთ...
გადმოცემულია ჯუბაირ იბნ მუტ'იმისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან გაიგონა, რომ შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არ შევა სამ...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ის, ვინც წყვეტს ნათესაურ კავშირებს, არ ასრულებს მათ მიმართ დაკისრებულ ვალდებულებებს ან აყენებს...
ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც სურს, რომ მისი სარჩო გაიზარდოს და სი...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მორწმუნეებს ნათესაური კავშირების შენარჩუნებისკენ მათი მონახულებით, პატივისცემის გამოხატვით, როგორც...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება.
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან».
აბდულლაჰ იბნ ამრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებს, რომელმაც თქვა: «ვინც მოკლავს ხელშეკრულების მქონე არამუსლიმს (მუსლიმებთან მშვიდობის პირობით მცხოვრებს), ის სამოთხის სურნელს ვერ იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურნელი ორმოცი წლის (გასავლელი) მანძილის სიშორეზე იგრძნობა».
გადმოცემულია ჯუბაირ იბნ მუტ'იმისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან გაიგონა, რომ შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არ შევა სამოთხეში ნათესაური კავშირის გამწყვეტი».
ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც სურს, რომ მისი სარჩო გაიზარდოს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს, დაე, შეინარჩუნოს ნათესაური კავშირები».
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნამდვილი ნათესაური კავშირის დამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი კავშირის დამყარებელი ისაა, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს იმასთან, ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ ისეთ რამეზე, რაც მას არ მოეწონებოდა». ვიღაცამ იკითხა: "თუ ის, რასაც ვამბობ, სიმართლეა?» თქვა: «თუ რასაც ამბობ, სიმართლეა, ეს არის ღიიბათი(ზურგს უკან ლაპარაკი). ხოლო თუ ტყუილია, ეს არის ცილისწამება».
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოველი მათრობელა ნივთიერება არის ღვინო, და ყოველი მათრობელა ნივთიერება ჰარამია (აკრძალულია). ვინც ამქვეყნად ღვინოს დალევს და მასზე დამოკიდებულად დარჩება და არ მოინანიებს, საიქიოში მას ღვინო არ დაელევა».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია, ერთმანეთის ნაკლი არ მოძებნოთ, ერთმანეთი არ დააბეზღოთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთი არ შეიძულოთ, იყავით ალლაჰის მსახურნო, ძმები».
გადმოცემულია ჰუზაიფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭორიკანა არ შევა სამოთხეში».
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს. აშკარა ცოდვად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი ღამით ჩადის რაიმე [ცოდვას] და ალლაჰი ფარავს თავის მორჩილს, ხოლო ის დილით [თავის თავს ამცირებს] და ამბობს: „ო, ასეთო და ისეთო! გუშინ ეს და ეს ჩავიდინე". ანუ ღამით მისი უფალი ფარავს მას, ხოლო დილით ის თვითონ ხდის საფარველს, რომლითაც ალლაჰმა [წინა ღამეს] დაფარა».