- ალკოჰოლის აკრძალვის მიზეზი მისი გამაბრუებელი თვისებაა. ამიტომ, ყველაფერი, რაც აბრუებს, ნებისმიერი ტიპისა და ფორმის, ჰარამია (აკრძალულია).
- ალლაჰმა ალკოჰოლი აკრძალა მისი დიდი ზიანისა და ბოროტი შედეგების გამო.
- სამოთხეში ღვინის სმა წარმოადგენს სრულყოფილი სიამოვნებისა და სრული ნეტარების წყალობას.
- ვისაც არ შეუკავებია თავი ალკოჰოლის სმისგან ამქვეყნად, ალლაჰი მას სამოთხეში ღვინის სმას აუკრძალავს, რადგან საზღაური საქციელის შესაფერისია.
- მოწოდება ცოდვებისგან მონანიების დაჩქარებისკენ სიკვდილამდე.