- ალლაჰის მიერ ცოდვის დაფარვის შემდეგ ამ ცოდვების საჯაროდ გახსნის სიმახინჯე.
- ცოდვების საჯაროდ განცხადებაში ჩადებულია ამორალური ქცევების გავრცელება მორწმუნეთა შორის.
- ვინც ალლაჰმა ამ დუნიაში დაფარა, მას აახირეთშიც (სამსჯავროს დღეს) ასევე დაფარავს. ეს ალლაჰის უსაზღვრო შეწყალებისა და მწყალობელობის გამოხატულებაა თავისი მონების მიმართ.
- ვინც ცოდვაში ჩავარდა, მას მართებს, დაფაროს საკუთარი თავი (არ გაამჟღავნოს თავისი ცოდვები) და მოინანიოს ალლაჰის წინაშე.
- სინდისის მქონე მორწმუნეებისთვის განსაკუთრებით მძიმეა მათი ცოდვა, ვინც განზრახად ავლენს ცოდვებს საჯაროდ.