აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც იმარხა რამადანი რწმენით და საზღაურის...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც იმარხულებს რამადანის თვეს ალლაჰისადმი რწმენით, დაადასტურებს მარხვის ვალდებულებას და იმას,...
გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაშ...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც რამადანის ბოლო ათი დღე დგებოდა, განსაკუთრებული გულმოდგინებით ეწეოდა თაყვანისცემასა და მორჩილე...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ჩემმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა (მოციქულმა) მირჩია სამი რამ: ყოველ თვეშ...
აბუ ჰურაირა, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით, გადმოსცემს, რომ მისი საყვარელი და ახლობელი მეგობარი, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უანდერძა...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც გათენებს ყადირის ღამეს რწმენით და სა...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ყადირის ღამის მნიშვნელობაზე, რომელიც დგება რამადანის ბოლო ათ დღეში. ის ასევე გვაცნობებს, რომ ვინც გ...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვ...
მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც ალლაჰისთვის შეასრულებს ჰაჯობას და არ ჩაიდენს უზნეობას, რაც ნიშნავს სექსუალურ ურ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც იმარხა რამადანი რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას მის წინ ჩადენილი ყველა ცოდვა".
გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაში (რამადანის) ისეთ გულმოდგინებას იჩენდა, როგორსაც სხვა დროს არ იჩენდა».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ჩემმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა (მოციქულმა) მირჩია სამი რამ: ყოველ თვეში სამდღიანი მარხვის დაცვა, დუჰა ლოცვის შესრულება და ძილის წინ ვითრის შესრულება».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც გათენებს ყადირის ღამეს რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას წარსული ცოდვები".
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა».
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუავამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არსებობს დღეები, რომელშიც გაკეთებული კარგი საქმე უფრო მეტად საყვარელი იყოს ალლაჰისთვის, ვიდრე ამ დღეებში», იგულისხმება ზუ-ლ-ჰიჯჯას ათი დღე, ჰკითხეს ო, ალლაჰის შუმამავალო, არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე? მან თქვა: «არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, გარდა იმ კაცისა, რომელიც საკუთარი სულით და ქონებით გავა ალლაჰის გზაზე და ორივეს დაკარგავს იქ».
აბუ ალ-ჰავრაა' ას-სა'დისგან გადმოცემულია: მე ვკითხე ჰასან იბნ ალის (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი): "რა დაიმახსოვრე ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას?" მან მიპასუხა: "მე დავიმახსოვრე ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «მიატოვე ის, რაც ეჭვს გიჩენს, და მიაპყარი ყურადღება იმას, რაც ეჭვს არ იწვევს, რადგან სიმართლეს სიმშვიდე მოაქვს, ხოლო სიცრუე — ეჭვებს აჩენს».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ ჩაიდენენ ან არ იტყვიან იმას, რისკენაც ის უბიძგებს მათ».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ჭეშამრიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს".
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი?» მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის სიცოცხლეც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას(შარიათით), მევახშეობა(რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება.»
აბუ ბაქრა(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გნებავთ, გამცნოდ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ?» და გაიმეორა სამჯერ, მიუგეს: რა თქმა უნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა და მშობლებისადმი უპატივცემულობა». ის ნახევრად წამოწოლილი იყო, წამოჯდა დაგააგრძელა: «და სიცრუეზე მოწმობა». და ის
იმეორებდა მანამ, სანამ არ გავიფიქრეთ: "ნეტავი, გაჩუმებდეს".