- ყველაზე მძიმე ცოდვა არის მრავალღმერთიანობა (შირქი), რადგანაც ალლაჰმა ეს ცოდვა დაასახელა ყველა სხვა მძიმე ცოდვაზე მაღლა და ყველაზე დიდად. ეს დასტურდება უზენაესი ალლაჰის სიტყვებით: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არ პატიობს მასზე თანაზიარის დადგენას და პატიობს სხვა დანარჩენს, ინენებს ვისაც».
- მშობლების უფლებების სიდიადე, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა თავის უფლებასთან ერთად დააყენა.
- ცოდვები იყოფა დიდ და პატარა ცოდვებად. დიდი ცოდვა არის: ნებისმიერი ცოდვა, რომლისთვისაც განსაზღვრულია სასჯელი ამქვეყნად, როგორიცაა სასჯელაღსრულება ან წყევლა, ან სიკვდილისშემდგომი სასჯელის მუქარა, მაგალითად, ჯოჯოხეთში შესვლის მუქარა. დიდ ცოდვებს შორისაც არსებობს სხვადასხვა დონეები, სადაც ზოგი უფრო მძიმეა აკრძალვის მხრივ. მცირე ცოდვები კი არის ყველაფერი, რაც არ შედის დიდ ცოდვებში.