ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».
შეთანხმებული
Explanation
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰს თავისი სიდიადისა და დიდებულების შესაფერისად, ახასიათებს ეჭვიანობა, განრისხება, და შეზიზღება, როგორც მორწმუნე ადამიანს ახასიათებს ეჭვიანობა, განრისხება და შეზიზღება. ალლაჰის ეჭვიანობის მიზეზი არის ის, რომ მორწმუნე ჩადის უმსგავსო ქმედებებს, რომელთა ჩადენაც ალლაჰმა აუკრძალა, მაგალითად: მრუშობა, მამათმავლობა, ქურდობა, ალკოჰოლური სასმელების მიღება და სხვა მსგავსი უწმინდურობები.
Hadeeth benefits
ალლაჰის სიბრაზისა და სასჯელისგან სიფრთხილე, როცა მისი აკრძალვები ირღვევა.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others