აბუ აიუბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის ათჯერ: "არ არსებობს ღმერთი გარდა...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ვინც იტყვის: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვ...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო ორ სიტყვაზე, რომლებიც ადამიანს შეუძლია თქვას ძალისხმევის გარეშე და ნებისმიერ ვითარებაში, და იმის შეს...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მა...
აბუუ მაალიქ ალ-აშ'არისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „სისუფთა...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ გარეგნული სისუფთავე მიიღწევა აბდესის ან სრული განბანვის საშუალებით, და ეს სისუფთავე აუ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ამ სიტყვების წარმოთქმა: " წმინ...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ უზენაესი ალლაჰის ხსენება ამ ძვირფასი სიტყვებით უფრო კარგია, ვიდრე მთელი ეს ქვეყანა და მასში ა...

აბუ აიუბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის ათჯერ: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება და ის ყოვლისშემძლეა / ლაა ილააჰა ილლაა ლლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ", - იქნება მსგავსი იმისა, ვინც ოთხი მონა გაათავისუფლა ისმაილის მოდგმიდან».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის :სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი, სუბჰანალლაჰილ 'აზიიმ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს».

აბუუ მაალიქ ალ-აშ'არისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ამ სიტყვების წარმოთქმა: " წმინდა და უნაკლოა ალლაჰი /სუბჰაანალლაჰ, ქება-დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ალლააჰ, ალლაჰი უდიდესია/ალლაჰუ აქბარ", - უფრო საყვარელია ჩემთვის, ვიდრე ის რაზეც მზე ამოდის».

ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ყველაზე საუკეთესო ზიქრი (ხსენება) არის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, ხოლო საუკეთესო ვედრება: ქება-დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ».

გადმოცემულია ხავლა ბინთ ჰაქიმ ალ-სულამიასგან, რომელმაც თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც დაბინავდება რომელიმე ადგილას და იტყვის: "მივეკედლები ალლაჰს, მისი სრულყოფილი სიტყვებით, იმ სიავისგან, რაც მან შექმნა" /ა'უუზუ ბი ქალიმაათი ლლააჰი თაამმაათი მინ შარრი მაა ხალაყ/, მას ვერაფერი ავნებს მანამ, სანამ იმ ადგილს არ დატოვებს».

აბუ ჰუმაიდ ან აბუ უსაიდის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგან მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ"».

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ მან გაიგონა, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!" მაგრამ თუ ადამიანი შედის სახლში და შესვლისას არ მოიხსენიებს ალლაჰს, შაიტანი ამბობს: "თქვენ მიიღეთ თავშესაფარი". ხოლო თუ ის არც საჭმლის დროს მოიხსენიებს ალლაჰს უზენაესს, შაიტანი ამბობენ: "თქვენ მიიღეთ როგორც თავშესაფარი, ასევე ვახშამი"».