აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდ...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ მორწმუნე მამაკაცი და ქალი მუდამ გადიან გამოცდებსა და განსაცდელებს. ეს შეიძლება იყოს მ...
გადმოცემულია სუჰაიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იმდენად საოცარია მორწმუნის მდგომარეობა, რ...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღფრთოვანებულია მორწმუნის მდგომარეობით, კარგი მნიშვნელობით, რადგან მისი ყოველი მდგომარეობა მისთვის სიკეთეა, დ...
აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც მონა ავად გახდება ა...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ალლაჰის სიკეთისა და წყალობაზე. თუ მორწმუნე ჩვეულებრივ აკეთებდა კეთილ საქმეს ჯანმრთელობისას...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მორწმუნეს, იჩქაროს და გაახშიროს კეთილი საქმეები მანამ, სანამ ეს შეუძლებელი გახდება, ან არ...
გადმოცემულია მუ'ავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვისაც ალლაჰი ს...
შუმავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს რომ, ვისთვისაც ალლაჰს სიკეთე უნდა მას უწყალობებს თავის რელიგიის გაგებას, ყოვლად უნაკლოა ის(ალლაჰი)....

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე».

გადმოცემულია სუჰაიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იმდენად საოცარია მორწმუნის მდგომარეობა, რომ მას ყველა ვითარებაში სიკეთე აქვს მისთვის, და არ აქვს ის არავის გარდა მორწმუნისა, თუ მას სიკეთე შეემთხვევა, ადიდებს ალლაჰს და მასში მადლია მისთვის, თუ შეემთხვევა რაიმე ცუდი, ადიდებს ალლაჰს და ამაშიც სიკეთეა მისთვის»

აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება, სანამ არ დაგატყდებათ ცდუნებები, რომელბიც ჰგავს ბნელი ღამის წყვდიადს. ადამიანი დილას მორწმუნე იქნება, ხოლო საღამოს ურწმუნო გახდება, ან საღამოს მორწმუნე იქნება და დილას ურწმუნო გახდება, თავისი რელიგიას ამქვეყნიური მცირედი სარგებლის სანაცვლოდ გაყიდვით».

გადმოცემულია მუ'ავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვისაც ალლაჰი სიკეთეს უსურვებს, მას რელიგიის გაგებას ანიჭებს. ჭეშმარიტად, მე მხოლოდ გამანაწილებელი ვარ, ხოლო მბოძებელი ალლაჰია. ეს საზოგადოება არ შეწყვეტს ალლაჰის ბრძანებების მტკიცედ შესრულებას, და მათ არ ავნებენ ისინი, ვინც მათ შეეწინააღმდეგებათ (ასე გაგრძელდება)მანამ, სანამ არ მოვა ალლაჰის განკარგულება».

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან ან დაიკავოთ უპირატესობა შეკრებებზე . თუ ვინმე ასე მოიქცევა, ცეცხლი, ცეცხლი [იქნება მისი სამყოფელი]."

გადმოცემულია უსმანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას».

აბუ აბდურრაჰმან ას-სულლამიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: „მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები, რომლებიც გვასწავლიდნენ ყურანს, გვიყვებოდნენ, რომ მათ ალლაჰის მოციქულისგან ათ-ათ აიათს სწავლობდნენ, და არ იღებდნენ სხვა ათ აიათს, სანამ არ გაიგებდნენ, რა ცოდნა და ქმედება იყო მათში. ისინი ამბობდნენ: 'ჩვენ ვსწავლობდით ცოდნას და ქმედებებს'."

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს. მე არ ვამბობ, რომ ალიფ ლაამ მიმ ერთი ასოა, არამედ ალიფი ერთი ასოა, ლამ ერთი ასოა და მიმ ერთი ასოა».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) : თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას): „ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც შენ წაიკითხავ ბოლო აიათს".

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს?" ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ". მან თქვა: "სამი აიათი, რომელთან რომელიმე თქვენგანი წაიკითხავს თავის ლოცვაში უკეთესია მისთვის, ვიდრე სამი დიდი, მსუქანი აქლემი".

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს ყურანი, ვფიცავ მას ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მისი (ყურანის) გონებიდან წაშლა და დავიწყება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აქლემის აშვება მისი საბელიდან».