/ „ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც შენ წაიკითხავ ბოლო აიათს...

„ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც შენ წაიკითხავ ბოლო აიათს...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) : თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას): „ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც შენ წაიკითხავ ბოლო აიათს".
გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა

Explanation

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ყურანის მკითხველს, რომელიც მის მიხედვით მოქმედებს და მუდმივად კითხულობს მას და იზეპირებს, როდესაც ის სამოთხეში შევა, ეტყვიან: "იკითხე ყურანი და ამაღლდი სამოთხის საფეხურებზე, წაიკითხე თართილით(მელოდიურად), როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, რადგან შენი ადგილი სამოთხეში დამოკიდებულია იმ აიათზე, რომელსაც ბოლოს წაიკითხავ".

Hadeeth benefits

  1. საზღაური და ჯილდო დამოკიდებულია ადამიანის ქმედებების რაოდენობაზე და ხარისხზე.
  2. ყურანის კითხვის, მისი სრულყოფილი ცოდნის, დამახსოვრების, მასზე დაფიქრების და მისი სწავლებისამებრ მოქმედების წახალისება.
  3. სამოთხეში ბევრი ხარისხი და საფეხურია. ყურანის მცოდნეები სამოთხეში აღწევენ ყველაზე მაღალ ხარისხებს.