აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნე...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ სრულყოფილი რწმენის მქონე ხალხი ისინი არიან, ვისაც კარგი ზნეობა აქვთ. ეს აისახება ღიმილიან სახ...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ად...
ალლაჰის მოციქულმა განმარტა, რომ არსებობს ორი უდიდესი მიზეზი, რომელთაც ადამიანი შეჰყავს სამოთხეში, ესენია: ალლაჰის შიში და კარგი ზნეობა. ღვთისმოშ...
ანას ბინ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის იყო».
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის სრულყოფილი ზნეობით გამოირჩეოდა, მისი ყველა თვისება და ზნეობრივი ხასიათი სხვებზე მაღლა იდგა....
სა'დ იბნ ჰიშამ იბნი 'აამირმა თქვა, როცა მივიდა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ჰეი, მორწმუნეთა დედავ! მომიყევი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვ...
მორწმუნეთა დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხეს მოციქულის ზნეობაზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან ყოვლისმომცველი პასუხი გასცა. მა...
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯ...
ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უყვარდა და ამჯობინებდა მარჯვენა მხარიდან დაწყებას ისეთ საქმეებში, რომლებიც პატივისცემასა და ღირსებას...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».

ანას ბინ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის იყო».

სა'დ იბნ ჰიშამ იბნი 'აამირმა თქვა, როცა მივიდა აიშასთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ჰეი, მორწმუნეთა დედავ! მომიყევი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობაზე, მან კი თქვა: «შენ ყურანს არ კითხულობ?» დიახ, თქვა: «ჭეშმარიტად ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო».

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯვენა მხარით დაწყება – ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის ვარცხნისას, განბანვისას და ყველა სხვა საქმეში».

გადმოცემულია შადდად იბნ აუსისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე დავიმახსოვრე შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი რამ: "ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს".

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, სამართლიანები ისხდებიან სინათლის მინბარებზე ალლაჰის წინაშე, ყოვლადმოწყალე ალლაჰის მარჯვენა მხარეს, რომლის ორივე ხელიც არის მარჯვენა, და ისინი იქნებიან, ვინც სამართლიანობას იჩენდნენ თავიანთ სასამართლოებში, ოჯახებში და ყველასთან, ვინც მათ მფლობელობაში იყო».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «აკრძალულია ზიანის მიყენება(თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს მოიტანს, მას ალლაჰი მოუტანს ზიანს, და ვინც მუსლიმს სირთულეს შეუქმნის, მას ალლაჰი შეუქმნის სირთულეს».

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს, მუსქუსის გამყიდველი: ან გაჩუქებს რაღაცას, ან მისგან იყიდი, ან უბრალოდ კარგი სურნელი მოგეწონება. მჭედელი კი: ან სამოსს დაგიწვავს, ან ცუდ სუნს იგრძნობ მისგან».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთმა კაცმა უთხრა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მომეცი დარიგება". მან უპასუხა: «არ გაბრაზდე». კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თავისი თხოვნა, [მაგრამ ყოველ ჯერზე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხობდა] «არ გაბრაზდე».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს».