გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: «ჰე...
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა თქვენგან აღმოფხვრა უმეცრობის დროი...
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ა...
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გვამცნობს, რომ ყოვლადკეთილი და დიადი ალლაჰი განსაკუთრებით ვერ იტანს იმ ადამიანს, ვინც მუდმივად და მძაფრად...
გადმოცემულია აბუ ბაქრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: “თუ ო...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით) და თითოეული მათგანი ცდილობ...
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს ა...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს იარაღის აღებისგან მუსლიმების წინააღმდეგ, მათი დაშინების ან გაძარცვის მიზნით. ვინც უსამართლოდ ჩაიდე...
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლი...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს გარდაცვლილთა შეურაცხყოფის და მათი ღირსების შელახვის აკრძალვას. ეს ცუდი ზნეობის ერთ-ერთი ნიშანია, რ...
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით სიამაყე. ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: კეთილშობილი, ღვთისმოშიში და ალლაჰისთვის პატივცემული და ცოდვილი და უბედური, რომელსაც ალლაჰის წინაშე არ აქვს ღირებულება. ყველანი ადამის შვილები ხართ და ალლაჰმა ადამი მიწისგან შექმნა». შემდეგ მოციქულმა წაიკითხა ალლაჰის სიტყვები: «{ ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო
პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა }» [ ალ-ჰუჯურაათ: 13]
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანები არიან ისინი, ვინც მუდმივად დავობენ და კამათობენ».
გადმოცემულია აბუ ბაქრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: “თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში”. მე ვკითხე: «ო, ალლაჰის მოციქულო, ეს მკვლელია (გასაგებია, თუ პირველი იქ მოხვდება), მაგრამ რატომ მოკლული?» მან უპასუხა: “იმიტიმ, რომ ისიც ცდილობდა მისი მეგობრის მოკვლას".
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი».
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს».
გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმანს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს».
საჰლ ბინ სა‘დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, ალლაჰის მოციქულისგან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, რომ მან თქვა: «ვინც მომცემს გარანტიას იმის შესახებ, რაც მას ყბებს შორის აქვს, და იმის შესახებ, რაც მას ფეხებს შორის აქვს, მას ვაძლევ სამოთხის გარანტიას».
აბუ საიდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელიც მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად თორმეტ ბრძოლაში მონაწილეობდა, ამბობს: "მოციქულისგან ოთხი რამ მოვისმინე, რაც ძალიან მომეწონა". შემდეგ თქვა: «არ გაემგზავროს ქალი ორდღიან გზაზე, თუ მასთან ერთად არ არის ქმარი ან მაჰრამი; არ არის ნებადართული მარხვა ორ დღეს: ფიტრის და ყურბანის; არ არის ლოცვა დილის (ფაჯრ) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ამოვა, და არც ნაშუადღევის (ასრი) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ჩავა; და არ არის მოგზაურობა, გარდა სამი მეჩეთისკენ: ალ-ჰარამის მეჩეთი, ალ-აქსას მეჩეთი და ეს ჩემი მეჩეთი».
გადმოცემულია უსამა იბნ ზაიდისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: «არ დამიტოვებია ჩემს შემდგომ მამაკაცებისთვის იმაზე დიდი განსაცდელი, ვიდრე ქალები».
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მასუდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ჩვენ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან თქვა: «თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს, რადგან ებრაელთა მოდგმის პირველი ცდუნება ქალები იყვნენ».
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან დაკავშირებით ?" მოციქულმა უპასუხა: «ქმრის ნათესავი — ეს არის სიკვდილი».