ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით სიამაყე. ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: კეთილშობილი, ღვთისმოშიში და ალლაჰისთვის პატივცემული და ცოდვილი და უბედური, რომელსაც ალლაჰის წინაშე არ აქვს ღირებულება. ყველანი ადამის შვილები ხართ და ალლაჰმა ადამი მიწისგან შექმნა». შემდეგ მოციქულმა წაიკითხა ალლაჰის სიტყვები: «{ ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო
პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა }» [ ალ-ჰუჯურაათ: 13]
გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა თქვენგან აღმოფხვრა უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა, ამპარტავნება და წინაპრებით სიამაყე. ადამიანები ორი კატეგორისაა:
ის ან მორწმუნე, კეთილი, ღვთისმოშიში, მორჩილი და ალლაჰის მოყვარულია, რომელიც ალლაჰისთვის პატივცემულია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის თვალში შესაძლოა არ ჰქონდეს დიდება ან ღირსეული წარმომავლობა.
ან ის არის ურწმუნო, ცოდვილი და უბედური, რომელიც ალლაჰისთვის უმნიშვნელოა და უღირსია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხალხში ჰქონდეს დიდება, გავლენა და ძალაუფლება.
ყველა ადამიანი ადამის შვილია და ალლაჰმა ადამი მიწისგან შექმნა. ამიტომ, ვისაც მიწისგან აქვს წარმოშობა, არ შეშვენის ამპარტავნება და თავისი თავით აღტაცება. ამის დადასტურებაა დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სიტყვები : { ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}. [ალ-ჰუჯურაათ: 13]
Hadeeth benefits
წინაპრებითა და წარმომავლობით სიამაყის აკრძალვა.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others