გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ქორწინება არ არის მოქმედი მეურვი...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ქალის ქორწინება არ არის ძალაში, თუ მისი მეურვე არ გააფორმებს ქორწინებას.
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირსგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე მეტად იმ პირობე...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ უპირველესად იმ პირობების შესრულებაა აუცილებელი, რომლებიც გახდნენ ქალთან სიამოვნების ნებადართ...
გადმოცემულია აბდულლაჰ ბინ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს სამყარო ნეტარებაა,...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ეს ქვეყანა და მასში არსებული არის ის, რითაც ვერთობით, გვსიამოვნებს დროის გარკვეული პერიოდის შ...
გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნ...
ჯარირ იბნ აბდულლაჰმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), კაცის მზერის შესახებ, რომელიც მოულოდნელად ეცემა ის...
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალ...
ანასმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გვამცნო, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურბან-ბაირამის დღეს საკუთარი ხელით დაკლა ორი თეთრი, რქიან...
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ქორწინება არ არის მოქმედი მეურვის თანხმობის გარეშე».
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირსგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე მეტად იმ პირობების შესრულება გევალებათ, რომლითაც ნებადართული გახდა თქვენთვის ცოლები».
გადმოცემულია აბდულლაჰ ბინ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს სამყარო ნეტარებაა, ხოლო ამ სამყაროს საუკეთესო ნეტარება— მორწმუნე(კეთილშობილი) ცოლია».
გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა».
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალლაჰის სახელი და განადიდა ის, შემდეგ თავისი ფეხი დადო მათ კისრებზე.
'აბდურრაჰმან იბნ აბი ლაილა გადმოსცემს, ისინი ჰუზაიფასთან იყვნენ, როდესაც მან სთხოვა წყალი და მას ერთმა მაჯუსმა(ცეცხლთაყვანისმცემელმა) დაალევინა. როდესაც მან წყლის ჭიქა გაუწოდა, ჰუზაიფამ ის გაიქნია და თქვა: "რომ არ ამეკლრძალოს მისთვის არა ერთხელ დ არც ორჯერ – თითქოს მას უნდოდა რომ ეთქვა: მე არ გავაკეთებდი ამას – მაგრამ მე გავიგონე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არც აბრეშუმი და არც ოქროსფერი ქსოვილი(აბრეშუმი ოქროს უზორებით) არ ატაროთ, არც ოქროს და ვერცხლის ჭურჭლიდან დალიოთ და არც ასეთ ჭურჭელში ჭამოთ, რადგან ეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში მათთვისაა განკუთვნილი, ხოლო ჩვენთვის - საიქიო ცხოვრებაში».
გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება».
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისაგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაიმოკლეთ ულვაშები და დაიგრძელეთ წვერი».
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს. ასევე, კაცი არ უნდა დაწვეს კაცთან ერთად ერთი სამოსის ქვეშ, და არც ქალი უნდა დაწვეს ქალთან ერთად ერთი სამოსის(ან საბნის) ქვეშ».
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უხამსი არ ყოფილა და არც არასდროს წარმოუთქვამს უხამსი სიტყვები, ის ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს».
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, მორწმუნეს შეუძლია თავისი კარგი ზნეობით მარხულისა და(მთელი ღამით) მლოცველის საფეხურს მიაღწიოს».