გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმი ი...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვდიობა მას) გვამცნო, რომ სრულყოფილი მუსლიმი ის არის, ვისგანაც სხვა მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისგან: არ ლანძღავს მათ...
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ამბობდა: «მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთ...
ალლაჰის მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს მუსლიმის ზოგიერთ უფლებას თავისი მუსლიმი ძმის მიმართ. ამ უფლებებიდან პირველი არის...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუ...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ სამოთხეში მხოლოდ მორწმუნეები შევლენ, რწმენა სრულყოფილი არ იქნება და არ გამოსწორდება მუსლიმი ს...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი...
მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს: „ისლამის რომელი გამოვლინებაა საუკეთესო?“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი თვისება აღნიშ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალ...
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) ჰკითხა თავის საჰაბებს, სურდათ თუ არა, რომ მიეთითებინა მათთვის იმ საქმეებზე, რომლებიც იქნებოდა მათი ცო...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა».
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ამბობდა: «მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)»
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის».
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი ისლამი არის საუკეთესო?"
მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?» მათ უპასუხეს: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «ეს არის მცირე განბანვის (ვუდუს) შესრულება სრულყოფილად, მიუხედავად სირთულეებისა, მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთებისკენ და შემდეგი ლოცვის მოლოდინი წინა ლოცვის შემდეგ. ეს არის თქვენთვის რიბატი».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენს საქმეებში დაიცავით საშუალო გზა და იყავით სწორნი. იცოდეთ, რომ თქვენგან ვერცერთი ვერ მიაღწევს გადარჩენას მხოლოდ თავისი საქმეებით». მათ თქვეს: "ო ალლაჰის მოციქულო, და შენც ვერ გადარჩები?" მან უპასუხა: «დიახ, არც მე. თუ ალლაჰი თავისი წყალობითა და სიკეთით მაპატიებს».
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შვამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრობდი, რომ მან ის მემკვიდრეთა შორის შეიყვანა».
გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ვინც დაიცავს თავისი ძმის ღირსებას, ალლაჰი დაიცავს მის სახეს ცეცხლისგან განკითხვის დღეს».
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, რელიგია მარტივია, და ვინც შეეცდება დაუძლეველი ტვირთის აღებას რელიგიაში, ის აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ, იარეთ სწორ გზაზე, ეცადეთ მიუახლოვდეთ მას და გაახარეთ თქვენი თავი [იმ სასიხარულო ცნობით, რაც გელით ჯილდოდ]. გამოიყენეთ [კეთილი საქმეებისთვის] დილა, საღამო და ღამის ნაწილი».