ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია...
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია».
გადმოსცა მუსლიმმა
Explanation
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს რომ ლმობიერება, სირბილე და სიდინჯე სიტყვებსა და ქმედებებში ჰმატებს საქმეებს სილამაზეს, სრულყოფილებას და სიკეთეს. და ვინც ამ თვისებებს ფლობს უფრო მარტივად შეძლებს სასურველის მიღწევას.
ლმობიერების უქონლობა აფუჭებს საქმეებს, აუშნოვებს მათ და ხელს უშლის საქმეთა მფლობელს სასურველი შედეგის მიღწევაში. ხოლო თუ ის მაინც მიაღწევს მიზანს, ეს დიდი სირთულეებით მოხდება.
Hadeeth benefits
მოწოდება ლმობიერებისა და მოთმინებისკენ.
ლმობიერება ალამაზებს ადამიანს, ის არის ყოველი სიკეთის მიზეზი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others