- სამოთხეში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ რწმენით.
- რწმენის სრულყოფილების ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ მუსლიმს თავისი ძმისთვის სურს ის, რაც სურს საკუთარი თავისთვის.
- სასურველია სალამის გავრცელება და მუსლიმთა მისალმება, რადგან ეს ხელს უწყობს სიყვარულისა და უსაფრთხოების გავრცელებას ადამიანებს შორის.
- სალამის მიცემა მხოლოდ მუსლიმზე შეიძლება; როგორც თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თქვენს შორის".
- სალამის გავრცელება ხელს უწყობს გაყოფის, მტრობისა და სიძულვილის აღმოფხვრას.
- მუსლიმებს შორის ერთმანეთის სიყვარულის მნიშვნელობა, რადგან ის არის სრულყოფილი რწმენის ნიშანი.
- სხვა ჰადისში მოცემულია სალამის მიცემის სრული ფორმა: "ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ". საკმარისია: "ასსალამუ 'ალაიქუმ".
- (მშვიდობა თქვენ, ალლაჰის წყალობა და ბარაქა)