- თანმხლებლებს (საჰაბებს) დიდი სურვილი ჰქონდათ, გაეგოთ ისეთი თვისებები და ქმედებები, რომლებიც მათ სარგებელს მოუტანდა როგორც ამქვეყნად, ასევე საიქიოში.
- მისალმება და საჭმლის მიწოდება ისლამში საუკეთესო საქმეებს მიეკუთვნება, მათი დიდი ღირსებისა და ადამიანების მუდმივი საჭიროების გამო.
- ამ ორი თვისებით (სალამი და საჭმლის მიწოდება) სიტყვითა და ქმედებით კეთილშობილება ერთიანდება, რაც სრულყოფილი სიკეთეა.
- ეს თვისებები შეეხება მუსლიმთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, მაგრამ არსებობს თვისებები, რომლებიც ეხება ადამიანის ურთიერთობას თავის ღმერთთან.
- მისალმების დაწყება კონკრეტულად მუსლიმებს შორისაა და არ შეიძლება ურწმუნოზე მისალმება დაიწყოს პირველმა მორწმუნემ.