- ადამიანის ვალდებულებაა, სურდეს თავისი მუსლიმი ძმისთვის ის, რაც თავად სურს საკუთარი თავისთვის, რადგან იმაზე მინიშნება, რომ რწმენა არ გააჩნია მას, ვინც თავის მისლიმ ძმას არ უსურვებს იმას, რაც საკუთარ თავს სურს, მიუთითებს ამ ვალდებულების აუცილებლობაზე.
- ალლაჰის გზაზე ძმობა სისხლით ნათესაობის ძმობაზე მაღლა დგას, ამიტომ მისი უფლება უფრო სავალდებულოა.
- აკრძალულია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ამ სიყვარულს, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, მაგალითად: ტყუილი, ზურგს უკან ლაპარაკი, შური, მუსლიმის სიცოცხლის, ქონების ან ღირსების ხელყოფა.
- ზოგიერთი სტიმულირებადი ტერმინის გამოყენება მოქმედების წახალისებისთვის, მაგალითად, ფრაზა "თავისი ძმისთვის".
- ალ-ქირმაანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: «რწმენის ნაწილი ასევე ისაა, რომ ადამიანს სძულდეს თავისი ძმისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. ამის ხსენება არ არის საჭირო, რადგან რაღაცის სიყვარული გულისხმობს მის საწინააღმდეგოს სიძულვილს, ამიტომ პირდაპირი ხსენება გამოტოვებულია, რადგან ეს თავისთავად იგულისხმება».