გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ გადააქცვიოთ თქვენი სახლები სასაფლ...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კრძალავს, რომ სახლები დაემსგავსოს სასაფლაოებს, სადაც ლოცვა არ სრულდება. შემდეგ გვამცნო (ალლაჰის ლოცვა და...
უბაი იბნ ქა'ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ო, აბა ალ-მუნზირ იცი, რომელი აიათია ალლა...
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა უბაი იბნ ქა'აბას, თუ რომელი აიათია ალლაჰის წიგნში ყველაზე დიდებული. იგი თავდაპირველად მერყეო...
აბუ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მი...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც წაიკითხავს ბოლო ორ აიათს სურა ალ-ბაყარადან ღამეში ალლაჰის ნებით მისთვის საკმარისი იქნება...
გადმოცემულია ნუ'მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) ამბობდა: «ვერდე...
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გვამცნო, რომ ვერდება არის თაყვანისცემა. ამიტომაც ყოველი ვერდება უნდა იყოს მიმართული ალლაჰისკენ, იქნება ეს...
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ალლაჰს ახსენებდა (ზიქრს აკეთებდ...
მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ძალიან გულმოდგინე იყო უზენაესი ალლაჰის ხსენ...

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ გადააქცვიოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება».

უბაი იბნ ქა'ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ო, აბა ალ-მუნზირ იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?" მე ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან." მან კვლავ თქვა: "ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?" თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი } [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: " წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა მუნზირ".

აბუ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში».

გადმოცემულია ნუ'მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) ამბობდა: «ვერდება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ალლაჰს ახსენებდა (ზიქრს აკეთებდა).

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არაფერია ალლაჰისთვის უფრო დასაფასებელი, ვიდრე ვედრება(დუა)».

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ო, ალლაჰ! მოაწესრიგე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს, მოაწესრიგე ეს სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, და მოაწესრიგე მარადიული სამყარო, სადაც დავბრუნდები. აქციე ჩემი ცხოვრება ისეთი, რომ მხოლოდ სიკეთე შემმატოს, და აქციე ჩემი სიკვდილი დასვენებად ყოველგვარი ბოროტებისგან!».

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ამ ვედრებას, არც დილით და არც საღამოს: «ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან კეთილდღეობას ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან შენდობას და კეთილდღეობას ჩემს რელიგიაში, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ოჯახსა და ქონებაში. ო, ალლაჰ, დაფარე ჩემი ნაკლოვანებები — ან: დაფარე ყველა ჩემი ნაკლოვანება — და დამიფარე შიშებისგან. ო, ალლაჰ, დამიცავი (ან დამიფარე) წინიდან, უკნიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან და ზემოდან, და მე შენს დიდებულებას შევეფარები, რომ არ დავზიანდე ქვემოდან».

აიშასგან, მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლა მას შემდეგი ვედრება: «ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან ყოველგვარ სიკეთეს — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმას, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმას, რაც ჩემთვის უცნობია. შენ შეგეფარები ყოველგვარი ბოროტებისგან — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმისგან, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმისგან, რაც ჩემთვის უცნობია. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან იმ სიკეთეს, რასაც შენგან ითხოვდა შენი მონა და მოციქული, და შეგეფარები იმ ბოროტებისგან, რისგანაც შენს დაცვას ითხოვდა შენი მონა და მოციქული. ო, ალლაჰ, გთხოვ სამოთხეს და ყველაფერს, რაც მასთან მიახლოებას ხელს უწყობს — სიტყვებითა და საქმეებით, დაშენ შეგეფარები ცეცხლისგან და ყველაფრისგან, რაც მასთან მიახლოებას ხელს უწყობს — სიტყვებითა და საქმეებით. და გთხოვ, რომ შენი ყოველი განგება ჩემთვის სიკეთედ აქციო».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრ ბინ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): „ჭეშმარიტად, რწმენა(იმანი) თქვენს გულებში იცვითება ისევე, როგორც იცვითება ტანსაცმელი. ამიტომ სთხოვეთ ალლაჰს, რომ განაახლოს რწმენა თქვენს გულებში!"

გადმოცემულია ალ-აბბაას იბნ ალ-მუტტალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან გაიგონა, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «გასინჯა რწმენის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით».