ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?" თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი } [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მ...
უბაი იბნ ქა'ბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ო, აბა ალ-მუნზირ იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?" მე ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან." მან კვლავ თქვა: "ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?" თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი } [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: " წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა მუნზირ".
გადმოსცა მუსლიმმა
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა უბაი იბნ ქა'აბას, თუ რომელი აიათია ალლაჰის წიგნში ყველაზე დიდებული. იგი თავდაპირველად მერყეობდა პასუხის გაცემაში, შემდეგ თქვა: ეს არის: "აიათულ ქურსი", მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხარი დაუჭირა და დაარტყა მკერდზე, რაც აღნიშნავდა იმას, რომ მისი გული სავსეა ცოდნითა და სიბრძნით, შემდეგ ილოცა მისთვის, რომ წარმატებული ყოფილიყო ამ ცოდნით და რომ მას ცოდნის მიღება გაეადვილებინა.
Hadeeth benefits
ეს არის უბაი იბნ ქა'აბისთვის ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი დიდი ღირსება.
აიათულ ქურსი უზენაესი ალლაჰის წიგნში ყველაზე დიდებული აიათია, ამიტომ საჭიროა მისი დამახსოვრება, მისი მნიშვნელობების გააზრება და მისი სწავლების მიხედვით მოქმედება.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others