- ვედრება არის თაყვანისცემის საფუძველი და არ შეიძლება მისი მიმართვა სხვისთვის, გარდა ალლაჰისა.
- ვედრება (დუა) თავის თავში მოიცავს ალლაჰის წინაშე მორჩილებას და მისი უსასრულო სიმდიდრისა და ძლიერების აღიარებას. ამავდროულად, დუა გამოხატავს მორწმუნის დამოკიდებულებას და საჭიროებას ალლაჰის მიმართ.
- არსებობს მკაცრი მუქარა სასჯელის სახით მათთვის, ვინც ამპარტავნობას გამოავლენს ალლაჰის თაყვანისცემაში და მიატოვებს ვედრებას. ის, ვინც ამპარტავნებით უარს იტყვის ალლაჰის მიმართ დუაზე, შევა ჯოჯოხეთში დამცირებული და შეურაცხყოფილი.