- სასჯელს იმსახურებს ის, ვინც განიზრახვა ცოდვის ჩადენა და გააკეთა ამისთვის მიზეზები.
- ძლიერი გაფრთხილება იმისგან, რომ მუსლიმებმა იბრძოლონ ერთმანეთის წინააღმდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯოჯოხეთში მოხვედრა.
- ამ მუქარას არ ექვემდებარება ბრძოლა მუსლიმებს შორის, რომელიც ტარდება სამართლიანად. მაგალითად, ბრძოლა მეამბოხეების და ბოროტების გამავრცელებლების წინააღმდეგ.
- ვინც ჩაიდენს დიდ ცოდვას არ ხდება მაშინვე ურწმუნო, რადგანაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უწოდა მათ ერთამენეთის წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმები.
- თუ ორი მუსლიმი ერთმანეთს შეხვდება ბრძოლაში ნებისმიერი საშუალებით, და ერთი მათგანი მეორეს მოკლავს, მაშინ როგორც მკვლელი, ასევე მოკლული ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. მახვილი ჰადისში მოხსენიებულია მხოლოდ როგორც მაგალითი.