ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის :სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი, სუბჰანალლაჰილ 'აზიიმ».
შეთანხმებული
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო ორ სიტყვაზე, რომლებიც ადამიანს შეუძლია თქვას ძალისხმევის გარეშე და ნებისმიერ ვითარებაში, და იმის შესახებ, რომ სამსჯავროს დღეს მათი თქმისთვის დიდად დასაჩუქრდება, ასევე, რომ ჩვენი მოწყალე ღმერთს, კურთხეული და ამაღლებული, ისინი ძალიან უყვარს.
სუბჰანალლაჰილ-'აზიმ, სუბჰანალლაჰი ვა ბი-ჰამდი ჰი /წმიდაა დიადი ალლაჰი, წმიდაა ალლაჰი და დიდება მას/ — ეს სიტყვები გამოხატავს ალლაჰის სიდიადეს, სრულყოფილებასა და მის აბსოლუტურ სისუფთავეს, კურთხეული და ამაღლებულია იგი, ყოველგვარი ნაკლოვანებისგან.
Hadeeth benefits
ალლაჰის უდიდესი ხსენება - მოიცავს მის აბსოლიტურ სიმწმინდეს და მის ქება -დიდებას.
ამ ჰადისში ნათლად ჩანს ალლაჰის უსაზღვრო მოწყალება თავისი მსახურების მიმართ. ის გულუხვად აჯილდოებს თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო კეთილი საქმისთვის.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others