- შარიათის მიხედვით ნამდვილი ნათესაური კავშირი ისაა, რომ შენ შეინარჩუნო კავშირი იმათთან, ვინც შენთან კავშირი გაწყვიტა, მიუტევო იმათ, ვინც შენ უსამართლოდ მოგექცა, და მისცე იმას, ვინც შენ არაფერი მოგცა.
- ნათესაური კავშირის შენარჩუნება გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოუტანო მათ, იქნება ეს მატერიალური დახმარება, ვედრება, სიკეთის ბრძანება, ცუდის და მოუწონარის აკრძალვა და რაც შეიძლება მეტი ბოროტების არიდება მათთვის.