Explanation
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ სალამის მიცემის შემდეგ კითხულობდა ამ ძვირფას სიტყვებს, მათი მნიშვნელობა შემდეგია:
»არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა», ანუ : არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა.
«ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე», ანუ: არ ჰყავს მას მოზიარე გაჩენაში, ღვთაებრიობაში და თავის სახელ-თვისებებში.
«მისია მეუფება», ანუ: მას ეკუთვნის აბსოლიტურად ყველაფერი სრულიად ერთიანად, ზეცაში, მიწაზე და რაც ყველაფერი მათ შორისაა.
«მას ეკუთვნის ქება-დიდება», ანუ: ის არის სრულყოფილი უნაკლოებით შემკული, მას ეკუთვნის სრულყოფილი ქება-დიდება სიყვარულით და განდიდებით ყველა მდგომარეობაში, სიხარულის დროს და განსაცდელშიც.
«მას ყველაფერზე ძალა შესწევს», ანუ: მისი ძალა ყოველმხრივ სრულყოფილი და სრულია, მას ყველაფერზე ძალა შესწევს, მასზე წინააღმდეგობის გაწევა არანაირ ძალას არ შეუძლია.
«არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა მისა», ანუ: შეუძლებელია ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვალა, ალლაჰის მიერ აკრძალული ცოდვებიდან მის მორჩილებაში გადასვლა, არ შესწევს ამაზე ძალა არავის, გარდა ალლაჰისა. ის არის დამხმარე და მასზე უნდა იყოს დაყრდნობა.
«არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა», ანუ: ალლაჰის ღვთაებრიობის დადასტურება და შირქის უარყოფა, და რომ მის გარდა არავინ იმსახურებს ღვთისმსახურებას.
"მას ეკუთვნის წყალობა და მადლი" : ის ფლობს და ის აჩენს ყოველგვარ წყალობას და ის უმრავლებს ამ წყალობას თავის მსახურთაგან, მას ვისაც ინებებს.
"მას ეკუთვნის საუკეთესო ქება" ანუ: ალლაჰი იმსახურებს ქებას თავისი არსით, თვისებებით, ქმედებებით, მისი ბოძებული წყალობების და ზოგადად ყველა მდგომარეობაში.
"არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა მისია წრფელი რელიგია", ანუ: მასზე გულწრფელად თაყვანისცემა, თვალთმაქცობის და ამქვეყნიური სახელის მოხვეჭის სურვილის გარეშე.
"თუნდაც არ მოსწონდნენ ურწმუნოებს", ანუ: მტკიცე ერთღმერთიანობაში და ალლაჰის მასახურებაში, თუნდაც არ მოსწონდეს ეს ურწმუნოებს.