ჰიტტაან იბნ ‘აბდულლაჰ არრაყააში იტყობინება: "(ერთხელ) მომიწია ლოცვის შესრულება აბუ მუსა ალ-აშ‘არისთან ერთად. როცა ის პირველი ორი რაქათის დასრულების შემდეგ დაჯდა, ხალხიდან ერთმა, ვინც მასთან ერთად ლოცულობდა, იკითხა: "ლოცვის შესრულება (დავალებულია) ღვთისმოსაობასთან და ზაქათის გადახდასთან ერთად." ლოცვის დასრულების და თასლიმის შემდეგ აბუ მუსამ იკითხა: "რომელმა თქვით ის და ის?" — მაგრამ ხალხმა პასუხი არ გასცა. მან კვლავ იკითხა: "რომელმა თქვით ის და ის?“ — და ისევ ყველამ დუმილით უპასუხა. მაშინ მან იკითხა: "შეიძლება ეს შენ თქვი, ჰიტტაან?" — (რის პასუხადაც) ვუპასუხე: "მე არ მითქვამს ეს, რადგან მეშინოდა, რომ შენ დამტუქსავდი". (ჰიტტაანი ამბობს): "ამის შემდეგ ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა: "მე ვთქვი ეს, მაგრამ (ამ სიტყვების წარმოთქმისას) მხოლოდ სიკეთისკენ ვისწრაფვდი". მაშინ აბუ მუსამ იკითხა: "განა არ იცით, რა უნდა თქვათ ლოცვის დროს?"
(ამის შემდეგ მან თქვა): "(ერთხელ), როცა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოგვმართავდა ქადაგებით, მან აგვიხსნა, რომელ (რელიგიურ) წეს-ჩვეულებებს უნდა მივყვეთ და გვასწავლა, როგორ უნდა შევასრულოთ ლოცვა. მან თქვა: «როდესაც ლოცვას იწყებთ, გაასწორეთ რიგები, შემდეგ კი თქვენს შორის ერთ-ერთი გახდეს იმამი. როდესაც ის "ალლაჰუ აქბარ"-ს იტყვის, თქვით "ალლაჰუ აქბარ". ხოლო როცა ის იტყვის: {ღაირილ მაღდუუბი 'ალაიჰიმ ვალა დაალიინ} (სურა ალ-ფათიხა: 7), თქვით „აამიინ“, რათა ალლაჰმა გიპასუხოთ. თუ ის მოიხრება და იტყვის "ალლაჰუ აქბარ", თქვენც დაიხარეთ და თქვით "ალლაჰუ აქბარ". იმამი ყოველთვის თქვენზე ადრე იხრება და თქვენზე ადრე სწორდება». ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: «და ეს (მოქმედება) ასეთია. ხოლო თუ ის იტყვის: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", თქვით: "ალლაჰუმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ", და ალლაჰი შეისმენს თქვენ ქებას. ალლაჰმა თავის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ენით ბრძანა: "შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის შეაქო". როდესაც იმამი დაიხრება და იტყვის "ალლაჰუ აქბარ", თქვით "ალლაჰუ აქბარ" და ასევე დაემხეთ პირისახით ალლაჰის წინაშე. იმამი ყოველთვის თქვენზე ადრე დაემხობა და თქვენზე ადრე წამოდგება. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «და ეს (მოქმედება) ასეთია. ხოლო როდესაც დაჯდებით იკითხეთ შემდეგი სიტყვები: ათთაჰიათუ ატტაიბაათუ ასსალავაათუ ლილლაჰი, ასსალამუ ალაიქა აიუჰა ნნაბიიუ ვა რაჰმათულლააჰი ვა ბარაქაათუჰ ასსალამუ ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადილლააჰი საალიჰიან აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ალლააჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ».