/ ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა...

ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა...

ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა». {თაყვანი მეცი და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად} [ტაჰა: 14]
შეთანხმებული

Explanation

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ ვინმემ დაივიწყა სავალდებულო ლოცვის შესრულება მისი დროის გასვლამდე, ის ვალდებულია სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ შეასრულოს იგი, როგორც კი გაახსენდება. ეს იმიტომ, რომ მისი დატოვების ცოდვის მიტევება და დაფარვა მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ის შესრულდება მისი გახსენების მომენტში. ალლაჰი თავის წმინდა წიგნში ბრძანებს: «ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად», [ტაჰა: 14] ანუ: შეასრულე დავიწყებული ლოცვა, როდესაც გაგახსენდება.

Hadeeth benefits

  1. ლოცვის მნიშვნელობის განმარტება და მისი შესრულებისადმი სიფრთხილის აუცილებლობა.
  2. ლოცვის განზრახ გამოტოვება მისი დროის გასვლამდე, საპატიო მიზეზის გარეშე, დაუშვებელია.
  3. ლოცვის ანაზღაურება სავალდებულოა მისთვის, ვისაც ის დაავიწყდა და შემდეგ კი გაიხსენებს, ან ძილში მყოფი როცა გაიღვიძებს.
  4. ლოცვის გამოტოვების შემთხვევაში, მისი დაუყოვნებელი ანაზღაურება სავალდებულოა, თუნდაც ის დაემთხვეს ლოცვისთვის აკრძალულ პერიოდებს.