ვინც ასრულებს დილის ლოცვას, ის ალლაჰის მფარველობაშია
გადმოცემულია ჯუნდუბ იბნ აბდულლაჰ ალ-ყასრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ასრულებს დილის ლოცვას, ის ალლაჰის მფარველობაშია. და ალლაჰმა არ მოგაკითხოთ
სხვა რამისთვის, რადგან, ნამდვილად ის ვისაც რაიმესთვის მიაკითხავს უეჭველედ დაეწევა და, პირით ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩააგდებს ».
გადმოსცა მუსლიმმა
Explanation
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ ის, ვინც ასრულებს დილის ლოცვას, იმყოფება ალლაჰის დაცვისა და მფარველობის ქვეშ.
შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკაცრად აფრთხილებს ამ დაცვის შეთანხმების დარღვევაზე. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი ან დატოვებს დილის ლოცვას, ან ხელს შეუშლის სხვას მის შესრულებაში, ან ზიანს მიაყენებს მლოცველებს. ვინც ასე მოიქცევა, არღვევს ალლაჰთან ახლო კავშირის შეთანხმებას და იმსახურებს მძიმე სასჯელს. ალლაჰი მოსთხოვს მას პასუხს მისი უფლების ხელყოფისთვის, და ვისგანაც ალლაჰი მოსთხოვს პასუხს, ის აუცილებლად მოეწევა, შემდეგ კი სახით ჩააგდებს ცეცხლში.
Hadeeth benefits
დილის ლოცვის მნიშვნელობის განმარტება და მისი მადლი.
მკაცრი გაფრთხილება მათთვის, ვინც ხელს შეუშლის დილის მლოცველებს.
ალლაჰის შურისძიება მათთვის, ვინც ზიანს მიაყენებს მის გულწრფელ მონებს.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others