Explanation
მოციქულის (საჰააბიმ)თანამგზავრმა, აბუ მუსა ალ-აშ'არიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აღასრულა ლოცვა. როცა მივიდა დასაჯდომად, სადაც თაშაჰუდი იკითხება, ერთმა ლოცვის მონაწილემ უკან თქვა: "ლოცვა ყურანში ნახსენებია სიკეთესთან და ზაქათთან ერთად". როცა აბუ მუსამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ლოცვა დაამთავრა, მიუბრუნდა მლოცველებს და ჰკითხა: „ვინ არის ის, ვინც თქვა: "ლოცვა ყურანში ნახსენებია სიკეთესთან და ზაქათთან ერთად", ხალხი გაჩუმდა, არავინ უპასუხა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა კითხვა, მაგრამ პასუხი არ მიიღო. მაშინ აბუ მუსამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: „იქნებ ეს შენ თქვი, ჰიტაან?“ ჰიტაანთან მისი ახლო ურთიერთობისა და უშუალობის გამო, რითაც მას არ აწყენინებდა. ამით იგი ცდილობდა, ნამდვილი გამოთქმელი გაეხსნა. ჰიტაანმა უარყო და თქვა: „მეშინოდა, რომ შენ გამიწყრებოდი, რადგან შესაძლოა იფიქრო, რომ ეს მე ვთქვი“.
ამ დროს ერთმა კაცმა თქვა: "მე ვთქვი ეს, და ჩემი განზრახვა მხოლოდ სიკეთე იყო". აბუ მუსამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ასწავლა და უთხრა: "განა არ იცით, როგორ უნდა ილოცოთ?" ეს იყო მისი საყვედური. შემდეგ აბუ მუსამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აუწყა, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ მათთან ქადაგებდა, აუხსნა შარიათის წესები და ასწავლა ნამაზის ლოცვა, შემდეგ თქვა:
„როდესაც ლოცულობთ, გაასწორეთ რიგები და დადექით სწორად, შემდეგ კი თქვენს შორის ერთ-ერთი გახდეს იმამი. როდესაც იმამი წარმოთქვამს თაქბიირათულ იჰრაამს ''ალლაჰუ აქბარ'' ლოცვის დაწყების წინ, თქვენც თქვით "ალლაჰუ აქბარ" მის მსგავსად. თუ ის წაიკითხავს სურა ალ-ფათიჰას და მიაღწევს სიტყვებს: {ღაირილ მაღდუუბი ალაიჰიმ ვალად დაალლიინ} [ალ-ფაათიჰა: 7[, თქვით: „აამიინ“. თუ ასე გააკეთებთ, უზენაესი ალლაჰი მიიღებს თქვენს თხოვნებს.
როდესაც იმამი იტყვის "ალლაჰუ აქბარ" და დაიხრება, თქვენც თქვით "ალლაჰუ აქბარ" და დაიხარეთ. იმამმა ყოველთვის თქვენზე ადრე უნდა დაიხაროს და თქვენზე ადრე წამოდგეს, ამიტომ მას არ გაასწროთ. რადგან იმ მომენტს, როცა იმამი თქვენზე ადრე დაიხრება, ავსებს მომენტი, როცა მასზე ცოტა გვიან დაიხრებით. ასე, თქვენი რუქუ'ის ხანგრძლივობა ემთხვევა იმამისას. თუ იმამი იტყვის: „სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ“ თქვით: „ალლაჰუმმა რობბანაა ვალაქალ ჰამდ“. თუ მლოცველები ამას იტყვიან, ალლაჰი მათ სიტყვებს მოისმენს. რადგან ალლაჰმა, თავისი მოციქულის ენით ბრძანა: „შეისმენს ალლაჰი, ვინც მას აქებს“. როდესაც იმამი იტყვის "ალლაჰუ აქბარ" და დაემხობა, მლოცველებმაც თქვით "ალლაჰუ აქბარ" და დაემხეთ სახით ალლაჰის წინაშე. იმამი ყოველთვის თქვენზე ადრე დაემხობა და თქვენზე ადრე წამოდგება. ასე, ის მომენტი, რომელიც იმამმა თქვენზე ადრე აღასრულა, ავსებს იმ მომენტს, როცა თქვენ მასზე ცოტა გვიან დაემხეთ სახით, და თქვენი სუჯუდის ხანგრძლივობა შეესაბამება იმამისას. როცა მლოცველი ჯდება თაშაჰჰუდის წარმოსათქმელად, მისი პირველი სიტყვები უნდა იყოს: „ყველა სალამი, კეთილი სიტყვები და საქმეები, ლოცვები ეკუთვნის მხოლოდ ალლაჰს. მთელი ძალაუფლება, მარადიულობა და დიდება მხოლოდ ყოვლადძლიერ ალლაჰს ეკუთვნის. ასევე, ხუთივე სავალდებულო ლოცვა ეძღვნება მხოლოდ მას“. ამის შემდეგ უნდა თქვას: "მშვიდობა შენზე, ო, წინასწარმეტყველო, ალლაჰის წყალობა და მისი კურთხევები. მშვიდობა ჩვენზე და ალლაჰის ყველა მორჩილ მონაზე". თხოვეთ ალლაჰს დაცვა ყველანაირი ნაკლოვანებისგან, გასაჭირისა და ზიანისგან. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჩვენი წინასწარმეტყველის მუჰამედის(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისალმებას, შემდეგ მიესალმეთ საკუთარ თავს და ალლაჰის ყველა მორჩილ მონას, რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს როგორც ალლაჰის წინაშე, ასევე ადამიანების წინაშე. ბოლოს, დაამოწმეთ: "არ არსებობს ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ, რომ მუჰამედი მისი მორჩილი და მისი მოციქულია".