/ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო / ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი...

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო / ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი...

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო / ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი».
გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა

Explanation

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის დროს ორ საჯდას შორის ამ ხუთი ვედრებით ევედრებოდა ხოლმე, რომელიც მუსლიმს ძალიან სჭირდება. ის ორივე ქვეყნის სიკეთეს აერთიანებს ამქვეყნის და იმქვეყნის, ცოდვების მიტევების თხოვნას და მათი დაფარვას, მათ პატიებას, წყალობის მოსვლას, ჯანმრთელობა ყოველგვარი ეჭვებიდან, ვნებებიდან, ავადმყოფობიდან და უბედურებებისგან, ღმერთს სთხოვს სწორ გზას, ჭეშმარიტებას და მასზე მტკიცედ ყოფნას, ითხოვს სარჩოს (წყალობას) რწმენის, ცოდნის, კარგი საქმის კეთების და კარგ ჰალალ ქონებას.

Hadeeth benefits

  1. ამ ვედრების წარმოთქმა შესაძლებელია დაჯდომის დროს ორ საჯდას შორის.
  2. ამ ვედრების წარმოთქმის ღირსება გამოიხატება იმაში, რომ იგი შეიცავს როგორც ამქვეყნიურ, ისე საიქიოს სიკეთეებს.