ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა...
გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ, როცა სავსემთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა! თუ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ, რომ არაფერი შეგიშლით ლოცვების აღსრულებაში მზის ამოსვლამდე და მისი ჩასვლის წინ, მაშინ ეს ლოცვები აღასრულეთ». ამის შემდეგ მან წაიკითხა აიათი: {და ადიდე შენი უფლის დიდება მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე}.»
შეთანხმებული
Explanation
ერთ ღამეს, როცა საჰაბები იმყოფებოდნენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან, როდესაც შეხედა მთვარეს — ეს იყო თვის მე-თოთხმეტე ღამე — თქვა: მორწმუნეები რეალურად იხილავენ თავიანთ უფალს საკუთარი თვალებით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, და ამ დროს ისინი არ იგრძნობენ შევიწროებას, არც დაღლილობას და არც რაიმე სირთულეს ყოვლისშემძლე ალლაჰის ხილვისას. შემდეგ შუამვალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: თუ შეგიძლიათ, რომ თავიდან აიცილოთ მიზეზები, რომლებიც ხელს გიშლით დილის და ნაშუადღევის ლოცვების შესრულებაში გააკეთეთ ეს, და შესარულეთ ორივე ლოცვა სრულიად თავის დროზე კოლექტიურად, რადგანაც ეს არის უზენაესი ალლაჰის დანახვის ერთ-ერთი პირობა. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიკითხა აიათი: {განადიდე შენი ღმერთი ქება-დიდებით მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლამდე}.
Hadeeth benefits
მორწმუნეების სამახარობლო უზენაესი ალლაჰის დანახვისა სამოთხეში.
მოწოდების მეთოდებიდანაა: დადასტურება, წახალისება და მაგალითების მოყვანა.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others