გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ გ...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა დაბანვას გადაწყვეტდა, პირველი ხელების დაბანით იწყებდა. შემდეგ იღებდა აბდესს ისე, როგორც ლოცვისთვის იღებ...
გადმოცემულია 'ამმაარ იბნ იასირისგან, რომ მან თქვა: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამაგზავნა საქმეზე. გზაში მე ჯუნუბი აღმოვჩნდი დ...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდ მშვიდობა მას) 'ამმაარ იბნ იასირი გაგზავნა გარკვეული საქმეების შესასრულებლად. გზაში 'ამმაარი აღმოჩნდა ჯუნუბის მდგომარეობაში (რ...
ალ-მუღირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთხელ ერთერთი მგზავრობის დროს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიყავი და გადავწყ...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთერთ მგზავრობაში იმყოფებოდა და აბდესი აიღო. და როცა ფეხების დაბანაზე მივიდა ალ-მუღირა იბნ შუ'ბამ (ალლაჰი ი...
მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ფატიმა ბინთ აბი ჰუბაიშიმ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "მე მაქვ...
ჰუბაიშის ქალიშვილი ფატიმა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეკითხა: მე არ მიჩერდება სისხლდენა და გრძელდება მენსტრუაციის პერიოდის გასვლის შემ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნ...
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ მლოცველმა მუცელში რაღაც შეიგრძნო და ვერ დაადგინა, მართლაც გამოვიდა რაიმე თუ არა, არ...
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს, შემდეგ თმებს შორის თითებს ატარებდა მანამ, სანამ თმების ძირები კარგად არ დასველდებოდა და გადაისხამდა წყალს სამჯერ, შემდეგ იბანდა სხეულს მთლიანად. აიშამ თქვა: მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი ქვაბიდან ვიბანდით და ორივე მისგან ვისხამდით წყალს».
გადმოცემულია 'ამმაარ იბნ იასირისგან, რომ მან თქვა: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამაგზავნა საქმეზე. გზაში მე ჯუნუბი აღმოვჩნდი და წყალი ვერ ვიპოვე. მიწაზე დავგორდი ისე, როგორც ცხოველი გორდება, შემდეგ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი და ეს მოვუყევი. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე".
ალ-მუღირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთხელ ერთერთი მგზავრობის დროს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის ფეხსაცმელი გამეხადა, მან კი თქვა: «შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი», და მათზე მასჰი გააკეთა (სველი ხელით მაღლიდან შეიწმინდა).
მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ფატიმა ბინთ აბი ჰუბაიშიმ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "მე მაქვს ქრონიკული სისხლდენა (ისთიჰადა), რომლისგანაც ვერ ვიწმინდები. უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა?" მან თქვა: «არა. ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა».
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ».
უმარ იბნ ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც მუეზინი ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ'' და თქვენგან რომელიმე უპასუხებს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ“, შემდეგ ამბობს: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ და ის პასუხობს: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“, შემდეგ ამბობს: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლააჰ“და ის პასუხობს: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ჰაია 'ალაა სსალაჰ'' და ის პასუხობს: „ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ჰაია 'ალალ ფალააჰ“ და ის პასუხობს: „ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ'' და ის პასუხობს: „ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ“, შემდეგ ამბობს: „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ და ის პასუხობს: „ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ“, გულით, ის სამოთხეში შევა.»
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-'აას (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან მოისმინა მოციქული, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როგორ ამბობდა: «როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლებას».
გადმოცემულია სა'დ ბინ აბი ვაყყაასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მუეძინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დუა (ვედრება), რომელიც წარმოთქმულია აზანსა და იყამას შორის, არ არის უარყოფილი».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა ერთი ბრმა კაცი და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო, მე არ მყავს არავინ ვინც მეჩეთამდე მომიყვანდა, და სთხოვა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მისთვის ნებართვა მიეცა ლოცვა სახლში შეესრულებინა, და მან მისცა მას ნებართვა. როცა გაბრუნდა და წასვლა დააპირა დაუძახა მას და უთხრა: « გესმის ლოცვისკენ მოწოდება(აზანი)?» მან თქვა: დიახ, შუამავალმა უთხრა: «მაშინ უპასუხე მას».
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?» თქვეს: არ დარჩებოდა არაფერი. თქვა: «ასეა ლოცვაც, რომლითაც ალლაჰი წმინდავს ადამიანს ცოდვებისგან».