Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ვინც მუეძინის აზანის მოსმენისას იტყვის: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა ", რაც ნიშნავს: ვამოწმებ, ვაღიარებ, ვადასტურებ და ვაუწყებ, რომ არ არსებობს ღვთაება, რომელიც ღვთისმსახურების ღირსია, ალლაჰის გარდა. ხოლო ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა თაყვანს სცემენ, არის ტყუილი და ცრუ ღვთაება. "და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია.". ანუ: ის არის ალლაჰის მონა, მას არ ეთაყვანებიან, ის მოციქულია და არ იტყუება. "კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით", ანუ: ალლაჰის უფლობით, ღვთაებრიობით, სახელებითა და თვისებებით. "და მუჰამმადით, როგორც მოციქულით", ანუ: ყველაფრით, რითაც ის მოვიდა და რაც მოიტანა ჩვენამდე. "და ისლამით", ანუ: მისი ისლამის ყველა ნორმებით, ბრძანებებითა და აკრძალვებით. "რელიგით", ანუ: რწმენითა და მორჩილებით. "ეპატია მას ცოდვები", ანუ: პატარა ცოდვები.