/ თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს...

თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს».
გადმოსცა მუსლიმმა

Explanation

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ მლოცველმა მუცელში რაღაც შეიგრძნო და ვერ დაადგინა, მართლაც გამოვიდა რაიმე თუ არა, არ უნდა შეწყვიტოს ლოცვა და არ უნდა დატოვოს იგი აბდესის განახლების მიზნით, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ ნამდვილად მოხდა ის, რაც აბდესს აფუჭებს. ეს დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიგონებს ხმას ან იგრძნობს სუნს. რადგან ის, რაშიც დარწმუნებულია, არ უქმდება ეჭვის საფუძველზე. მლოცველი დარწმუნებულია საკუთარ სისუფთავეში, ხოლო მდგომარეობის დარღვევა საეჭვოა.

Hadeeth benefits

  1. ეს ჰადისი ისლამის საფუძვლების ერთ-ერთი პრინციპია და ისლამური სამართლის ერთ-ერთი ძირითადი წესი: დარწმუნებულობა არ უქმდება ეჭვით, და ძირითადი მდგომარეობა ნარჩუნდება ისეთი, როგორიც იყო, სანამ საწინააღმდეგოს მიმართ დარწმუნებულობა არ დადგინდება.
  2. ეჭვი არ მოქმედებს სისუფთავეზე, და მლოცველი რჩება სუფთა მდგომარეობაში, სანამ მდგომარეობის დარღვევა არ იქნება დადასტურებული.