Explanation
აზანი არის ადამიანებისთვის ლოცვის დროის შესვლის შესახებ ინფორმირება, და აზანის სიტყვები მოიცავს მრწამსის ძირითად პრინციპებს.
ამ ჰადისში ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, თუ რა არის დაშვებული აზანის მოსმენისას. მსმენელი უნდა იმეორებდეს იმას, რასაც მუეზინი ამბობს. როდესაც მუეზინი ამბობს: „ალლაჰუ აქბარ", მსმენელმა ასევე უნდა თქვას: „ალლაჰუ აქბარ“. ასე გაგრძელდება, გარდა იმ მომენტისა, როდესაც მუეზინი ამბობს: „ჰაია 'ალასსალააჰ “ ან „ჰაია 'ალალფალააჰ“. ამ დროს მსმენელი პასუხობს: „ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაა ბილლაჰ“.
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც აზანის სიტყვებს მუეზინთან ერთად გულწრფელად და გულით იმეორებს, ის სამოთხეში შევა.
აზანის სიტყვების მნიშვნელობები: "ალლაჰუ აქბარ": ეს ნიშნავს, რომ ის წმინდა(ალლაჰი) ყველაფერზე უფრო დიადი, უდიდესი, და ძლევამოსილია, რაც კი არსებობს.
"აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ": ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა.
"აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლაჰ": ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებ და ვადასტურებ ჩემი ენითა და გულით, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ის დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა წარმოგზავნა და მისი მორჩილება სავალდებულოა.
"ჰაია 'ალაა სსალაჰ": ეს ნიშნავს, მოდით ლოცვაზე.
მისი მოსმენისას პასუხია: "ლაა ჰავლა ვალაა ყუვათა ილლაჰ ბილლაჰ": ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ხსნა მორჩილების დაბრკოლებებისგან და არც ძალა მორჩილების შესრულებისთვის, ისევე როგორც არაფერი სხვა, გარდა ალლაჰის მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობისა.
"ჰაია 'ალაა ლფალააჰ": ეს ნიშნავს, მოდით გამარჯვებისკენ(წარმატებისკენ,ბედნიერებისკენ), რაც გულისხმობს სამოთხის მოპოვებასა და ჯოჯოხეთისგან ხსნას.