- მუეზინის მოწოდებაზე გამოხმაურების წახალისება.
- მუეზინის მოწოდებაზე გამოხმაურების შემდეგ მოციქულ მუჰამედზე (ალლაჰის ლოცვა და მმშვიდობა მას) სალავათის(დალოცვის) სიკეთე.
- მოციქულ მუჰამედისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვასიილას თხოვნის წახალისება მასზე სალავათის წარმოთქმის შემდეგ.
- სიტყვა ალ-ვასიილა - ს მნიშვნელობის განმარტება და მისი მაღალი მდგომარეობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ერთი მსახურისთვის.
- ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსების განმარტება, რომელიც მას მიენიჭა იმ მაღალი ადგილისთვის.
- ვინც უზენაეს ალლაჰს თხოვს მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალ-ვასიილაჰ-ს მისთვის ნებადართული იქნება შუამდგომლობა(განკითხვის დღეს).
- ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავმდაბლობა გამოიხატება იმაში, რომ მან სთხოვა თავის უმმას, შეევედრონ ალლაჰისთვის მისთვის ამ უმაღლესი ხარისხის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი უკვე განსაკუთრებულად მისთვის არის განკუთვნილი.
- ალლაჰის უდიდესი სიკეთე და მოწყალება, რადგან ერთი კეთილი საქმე ათმაგად ფასდება.