თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?» თქვეს: არ დარჩებოდა არაფერი. თქვა: «ასეა ლოცვაც, რომლითაც ალლაჰი წმინდავს ადამიანს ცოდვებისგან».
შეთანხმებული
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხუთი სავალდებულო ლოცვა შეადარა მდინარეს, რომელიც ადამიანის კართან მიედინება, და სადაც ადამიანი დღეში ხუთჯერ იბანს. ეს ლოცვები მცირე ცოდვებისა და დანაშაულების განწმენდაში ისეთივე ეფექტურია, როგორც მდინარე, რომელიც სრულად აშორებს სხეულს ჭუჭყსა და სიბინძურეს.
Hadeeth benefits
აბდესის სიკეთე, რაც არის პატარა ცოდვების წაშლის მიზეზი, ხოლო დიდ ცოდვებს აუცილებლად მონანიება სჭირდება.
ხუთი სავალდებულო ლოცვის შესრულება და მისი დაცვის ღირსება დიდია, თუ იგი სრულდება ყველა პირობის, სვეტების, ვალდებულებების და სუნნათების დაცვით.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others