გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვა შეუსრულებია, სხეული...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგჯერ აბდესის შესრულებისას სხეულის თითოეულ ნაწილს ორჯერ იბანდა, ის ორჯერ იბანდა სახეს (რომელშიც შედი...
ჰუმრანმა, 'უსმან იბნ 'აფფანის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გათავისუფლებულმა მონამ, თქვა, რომ იხილა, როგორ ბრძანა ერთ დღეს 'უსმანმა წყლის მოტანა განბა...
'უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ასწავლა აბდესის შესრულების წესი, რომელსაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა. მან ეს პრაქტიკულა...
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა სისუფთავის ზოგიერთი წესი, ესენია: პირველი: ის, ვინც ასრულებს განბანვას, უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვი...
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმ...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა, და თქვა: ამ ორი სასაფლაოს მკვიდრი ისჯება (საფლავის სასჯელით); და თქვენი შეხედულებით დ...
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ)...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა გადაწყვეტდა საჭირო ოთახში შესვლას დიდი თუ პატარა მოთხოვნილებისთვის, ალლაჰს მიეკედლებოდა, რომ ყოფილიყო დ...

გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვა შეუსრულებია, სხეულის ნაწილების ორ-ორჯერ განბანვით.

ჰუმრანმა, 'უსმან იბნ 'აფფანის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გათავისუფლებულმა მონამ, თქვა, რომ იხილა, როგორ ბრძანა ერთ დღეს 'უსმანმა წყლის მოტანა განბანვისთვის. როცა წყალი მოიტანეს, მან სამჯერ დაისხა წყალი ხელებზე და სამჯერ დაიბანა ხელის მტევნები. შემდეგ ჩაუშვა მარჯვენა ხელი წყლის ჭურჭელში, აიღო წყალი და გამოივლო პირი და ცხვირი. ამის შემდეგ სამჯერ დაიბანა სახე და ხელები იდაყვებამდე, შემდეგ სველი ხელებით მოიწმინდა თავი და სამჯერ დაიბანა ფეხები. შემდეგ თქვა: «მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: 'ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით». «და თუ რომელიმე თქვენგანი გაიღვიძებს, უნდა დაიბანოს ხელები, სანამ აბდესისთვის წყლის ჭურჭელში ჩააწყობს, რადგან არავინ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით». მუსლიმის ვერსიაში ნათქვამია: «თუ რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილიდან, ნუ ჩააწყობს ხელს ჭურჭელში, სანამ სამჯერ არ დაიბანს, რადგან მან არ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით».

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრჩელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო ალლაჰის შუამავალო რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი».

გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც საპირფარეშოდან გამოდიოდა, ამბობდა: «ღუფრაანაქა» /ღმერთო მომიტევე/».

აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია».

გადმოცემულია ჰუზაიფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა".

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ მორწმუნეებზე — ან: ჩემს უმმაზე — ტვირთად არ დავაწვებოდი, მათ ვუბრძანებდი სივაქის გამოყენებას ყოველი ლოცვის წინ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: ფიტრა (ბუნებრიობა) მოიცავს ხუთ რამეს: წინდაცვეთა, ბოქვენის გაპარსვა, ულვაშების დამოკლება, ფრჩხილების დაჭრა და იღლიებიდან თმების მოგლეჯა.

გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი». იმამ ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია, რომ მან თქვა: «დაიბანე შენი სასქესო ორგანო და აიღე აბდესი (მცირე განბანვა)».