აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ, მას ვის ხელშიც არის ჩემი...
შუმავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იფიცება, რომ 'ისას მარიამის ძის (მშვიდობა მას) ჩამოსვლა ახლოს არის, რათა მან განსაჯოს ადამიანთა შორის მუჰამმე...
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: უთხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მის ბიძას: თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ა...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ბიძას, აბუ ტაალიბს სიკვდილის წინ სთხოვა, ეთქვა "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", რათა ამის საფუძ...
აბდულლაჰ იბნ 'ამრმა (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) თქვა, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ჩემი აუზის სიგრძე ერთი თვის სავ...
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას გვამცნობს), რომ განკითხვის დღეს მას ექნება აუზი, რომლის სიგრძე და სიგანე ერთი თვის სავალი გზის ტოლია....
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): „აღდგომის დღეს მოი...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ აღდგომის დღეს სიკვდილი იქნება თეთრ-შავი ფერის ვერძის (ცხვრის) სახით მოყვანილი. შემდეგ მოუხმობ...
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: " ა...
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მოგვიწოდებს, ვენდოთ ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰს როგორც ამქვეყნიურ, ასევე რელიგიურ საქმეებში სიკეთის მოპოვე...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ, მას ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ მიიღებს მას».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: უთხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მის ბიძას: თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს'' ბიძამ უპასუხა: "თუ არა ყურაიშისგან დასაცინად, რომლებიც იტყოდნენ, რომ მე შიშის გამო ვთქვი ეს, მეც გავახარებდი შენს თვალს." შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა: {ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს} [ალ-ყასას: 56]

აბდულლაჰ იბნ 'ამრმა (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) თქვა, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ჩემი აუზის სიგრძე ერთი თვის სავალი გზაა. მისი წყალი უფრო თეთრია ვიდრე რძე, მისი სურნელი კი უკეთესია, ვიდრე მუსკუსი. მისი სასმისები ცის ვარსკვლავების მსგავსია. ვინც მისგან დალევს, არასდროს მოსწყურდება".

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): „აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის სახით. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, სამოთხის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველას მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, ცეცხლის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველა მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ გაეცემა ბრძანება, რომ ის დაიკლას და ის დაიკვლება, რის შემდეგაც ეტყვიან: 'ო, სამოთხის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი! ო, ცეცხლის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი!» შემდეგ წაიკითხა აიათი : "და შეაგონე ისინი სინანულის დღით, როცა საქმე გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ისინი უგულისხმონი არიან და არ სწამთ". [მარიამ: 39] ამქვეყნის მკვიდრნი, ესენი არიან უგულისყურონი { და მათ არ ირწმუნებენ} [მარიან: 39]

გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: " ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მხედარი ესალმება ფეხით მოსიარულეს, ფეხით მოსიარულე — მჯდომარეს, და მცირერიცხოვანი — მრავალრიცხოვანს».

გდმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა, ყოვლადმოწყალემ და უზენაესმა, თქვა: «ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, მე საკუთარ თავს დავუშალე უსამართლობა და გავხადე ის აკრძალული თქვენ შორის, ამიტომ ნუ ჩაგრავთ ერთმანეთს! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი იყო გზააბნეული, გარდა იმათი, ვისაც მე ვაჩვენე სწორი გზა, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან სწორი გზა და მე გაჩვენებთ მას! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება მშიერი, გარდა იმათი, ვისაც მე დავაპურებ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან საჭმელი და მე გაჭმევთ! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება შიშველი, გარდა იმათი, ვისაც მე ჩავაცვამ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან ტანსაცმელი და მე ჩაგაცვამთ! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, თქვენ სცოდავთ დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ მე ვპატიობ ყველა ცოდვას, ამიტომ ითხოვეთ ჩემგან პატიება და მე გაპატიებთ! ო, ჩემო მონებო, თქვენ ვერასდროს შეძლებთ, რომ რაიმე ზიანი მომაყენოთ ან სარგებელი მომიტანოთ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ღვთისმოსავები, როგორიც ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანია, ეს არაფერს შემმატებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ცოდვილები, როგორიც ყველაზე დიდი ცოდვილია, ეს არაფერს დამაკლებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, ერთ ადგილას დადგებოდით და ჩემგან რაიმეს მოითხოვდით, და მე თითოეულ თქვენგანს მივცემდი იმას, რასაც ითხოვდით, ეს ისე ვერ შეამცირებდა ჩემს სიმდიდრეს, როგორც ნემსი, წყალში ჩაძირული, ვერ ამცირებს ზღვის წყალს! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ თქვენი საქმეებია, რომლებსაც მე ვანგარიშობ თქვენთვის და მერე სრულად დაგაჯილდოვებთ მათთვის. ამიტომ, ვინც პოვებს სიკეთეს, განადიდოს ალლაჰი, ხოლო ვინც პოვებს რამე სხვას, ნუ დააბრალებს ნურავის, გარდა საკუთარი თავისა».

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო. მან მათ უბიძგა სისხლისღვრისკენ და აკრძალული საქმეების დაშვებისკენ».

აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს» თქვა: შემდეგ წაიკითხა: «ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა!» [ჰუდ : 102]

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თავის ყოვლისშემძლე და დიადი ღმერთისგან გადმოსცემს: "ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩაწერა კეთილი და ბოროტი საქმენი და შემდეგ ეს განმარტა: ვინც გადაწყვეტს კეთილი საქმის კეთებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი მას მაინც ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის ათიდან შვიდასამდე და კიდევ ბევრად მეტ კეთილ საქმეს. ვინც გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ის გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის მხოლოდ ერთ ბოროტ საქმეს".

იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ერთმა კაცმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო ვაგებთ პასუხს იმაზე, რაც ჯაჰილიაში (ისლამამდე) ჩავიდინეთ?" უპასუხა: „ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე".

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): ისინი, ვინც მრავალღმერთიანობას ეწეოდნენ, უამრავ ადამიანს კლავდნენ და ბევრ ცოდვას სჩადიოდნენ, ასევე მრუშობას ჩადიოდნენ, მივიდნენ მუჰამმადთან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას და უთხრეს: «ის, რასაც შენ ამბობ და რისკენაც მოგვიწოდებ კარგია. თუმცა, შეგიძლია გვაუწყო, არის თუ არა ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის გამოსასყიდი?» ამის შემდეგ გარდმოვიდა აიათი: { და ისინი, ვინც ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთებს არ მოუხმობენ, და არ კლავენ იმ სიცოცხლეს, რაც ალლაჰმა აკრძალა, თუ არა სამართლიანობის გამო, და არ მრუშობენ.} [ალ-ფურყაან: 68] ასევე გარდმოვიდა აიათი: {უთხარი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომლებმაც საკუთარ თავებზე გადამეტებული ცოდვები ჩაიდინეთ, ნუ დაკარგავთ ალლაჰის წყალობის იმედს.} [აზ-ზუმარ: 53].