ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო...
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო. მან მათ უბიძგა სისხლისღვრისკენ და აკრძალული საქმეების დაშვებისკენ».
გადმოსცა მუსლიმმა
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა უსამართლობისგან, რომელიც მოიცავს: ხალხის მიმართ უსამართლობას, საკუთარი თავის მიმართ უსამართლობას, ალლაჰის უფლების მიმართ უსამართლობას. უსამართლობა არის ის, როდესაც ადამიანი არ აძლევს თითოეულ უფლებამოსილს მის კანონიერ უფლებას. უსამართლობა განკითხვის დღეს წყვდიადად გადაიქცევა მისი ჩამდენთათვის, რაც გამოიხატება მძიმე გასაჭირსა და შიშით სავსე მდგომარეობებში. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და შვიდობა მას) აკრძალა შუჰჰი — ეს არის უკიდურესი სიძუნწე, შერწყმული ძლიერი სიხარბით. შუჰჰი მოიცავს: ფინანსური უფლებების შესრულებაში ნაკლოვანებას, ამქვეყნიურ სიკეთეებზე გადამეტებულ სიხარბეს, ეს უსამართლობის სახეობა დაღუპვის მიზეზი გახდა ჩვენამდე არსებული ხალხებისთვის. იგი მათ უბიძგებდა ერთმანეთის მკვლელობისკენ და იმის დაშვებისკენ, რაც ალლაჰმა აკრძალა.
Hadeeth benefits
ქონების გაღება და ძმების თანადგომა სიყვარულისა და ურთიერთობის განმტკიცების მიზეზია.
სიძუნწე და შუჰჰი (სიხარბე) ადამიანებს უბიძგებს ცოდვების, უსამართლობისა და გარყვნილი ქმედებებისკენ.
წინა ხალხების მდგომარეობებისგან გაკვეთილის აღება აუცილებელია.
Share
Use the QR code to easily share the message of Islam with others