გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველა თქვენგან...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ თითოეულ მუსლიმს საზოგადოებაში აქვს პასუხისმგებლობა, რომლის მოვლა და ტვირთვა მას ევალება. იმამი...
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა ჩემს ამ სახლში:...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრება აღავლინა იმის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მუსლიმების საქმეებზე იქნება მისი თანამდებობა მცირე თუ...
გადმოცემულია თამიმ ად-დაარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკ...
შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ რელიგია დაფუძნებულია გულწრფელობასა და პატიოსნებაზე, იმისთვის, რომ მისი აღსრულება მოხდეს ისე, რო...
აიშასაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა: წაიკითხა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს აიათი: {იგია ის, რომელმა...
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიკითხა შემდეგი ]აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც...
გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობ...
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიბრძანებს, რომ გამოვასწოროთ ყოველივე მოუწონარი, რაც ალლაჰმა და მისმა მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰი...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული, მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა ჩემს ამ სახლში: «ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!»

გადმოცემულია თამიმ ად-დაარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ".

აიშასაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა: წაიკითხა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ.} [ აალ იმრაან: 7 ] მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ!"

გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელი) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება».

გადმოცემულია ნუ'მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ისინი, ვინც იცავენ ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს, და ისინი, ვინც არღვევენ ამ საზღვრებს, შეიძლება შევადაროთ ადამიანებს, რომლებმაც ისროლეს წილის კენჭები, რათა დაეკავებინათ ადგილები გემზე: ერთი ნაწილი აღმოჩნდა გემის ზემოთ, მეორე კი ქვემოთ. როცა ქვემოთ მყოფებს წყლის ამოღება სურდათ, უნდა გაევლოთ ზემოთ მყოფთა გავლით, ამიტომ ბოლოს თქვეს: 'რატომ არ გავაკეთოთ ხვრელი გემის ძირში, რომ წყალი იქიდან ავიღოთ და ზემოთ მყოფები არ შევაწუხოთ?' თუ [ზემოთ მყოფნი] მათ თავიანთ ნებაზე მიუშვებენ და მისცემენ ნებას გააკეთონ ის, რაც სურთ, ყველა დაიღუპება. მაგრამ თუ შეაჩერებენ მათ და ხელს შეუშლიან, ისინი გადაარჩენენ თავიანთ თავსაც და სხვებსაც».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს არაფერი მოაკლდება, ვინც ცოდვისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი ცოდვა, როგორიც ამ ცოდვის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ ცოდვას არაფერი მოაკლდება».

გადმოცემულია აბუ მას'უუდ ალ ანსაარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ერთხელ ერთი კაცი მივიდა მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) და უთხრა: "ჩემი სატრანსპორტო პირუტყვი მოკვდა და, მომეცი (სხვა ცხოველი)". მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უთხრა: «მე არა მყავს» შემდეგ (ერთმა) კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, მე მივუთითებ მას იმაზე, ვისაც შეუძლია მისცეს მას (ცხოველი)", და მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის, ვინც მიუთითებს კეთილ საქმეზე, მიიღებს იმავე ჯილდოს, როგორსაც ის, ვინც ამას აკეთებს».

საჰლ ბინ სა‘დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხაიბარის დღეს თქვა: «ხვალ ამ დროშას მივცემ კაცს, რომლის ხელითაც ალლაჰი გამარჯვებას მოგვცემს. იგი ალლაჰსა და მის შუამავალს უყვარს და მასაც უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი». ხალხმა იმ ღამეს მთელი დრო გაატარა ფიქრში, თუ ვინ იქნებოდა ამ დროშის მფლობელი. მეორე დილით ყველა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა იმ იმედით, რომ იგი მათ გადაეცემოდა. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სად არის ალი იბნ აბუ ტალიბი?» უპასუხეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ის თვალების ტკივილს უჩივის". მან თქვა: «მოიყვანეთ იგი». ალი მოვიდა და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ნერწყვი მის თვალებზე წაუსვა და მისთვის შესთხოვა ალლაჰს. ალი მყისვე განიკურნა, თითქოს არანაირი ტკივილი არ ჰქონია. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადასცა მას დროშა. ალიმ ჰკითხა: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვებრძოლო მათ, სანამ ჩვენნაირები არ გახდებიან?" შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მიდი მშვიდად, სანამ მათ ტერიტორიაზე მიხვალ. შემდეგ მოუწოდე მათ ისლამისკენ და აუხსენი, თუ რა არის მათი მოვალეობა ალლაჰის წინაშე. ვფიცავ ალლაჰს, თუ ალლაჰი შენი მეშვეობით ერთ ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, ეს შენთვის უფრო უკეთესია, ვიდრე რომ გყავდეს წითელი აქლემები».

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს - ის მათგანია».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».

გადმოცემულია თამიიმ ად-დაარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას, ეს მოხდება ან დიდებული ღირსების მქონეთა მეშვეობით, ან მდაბალი ხალხის მეშვეობით: ღირსება, რომლითაც ალლაჰი ისლამს აღამაღლებს, და დამცირება, რომლითაც ალლაჰი ურწმუნოებს დაამცირებს». თამიმ ად-დარი ამბობდა: "მე ეს ჩემი ოჯახის მაგალითზე დავინახე მათგან, ვინც ისლამი მიიღო, სიკეთე, პატივი და ღირსება ეწია. ხოლო მათგან, ვინც ურწმუნო დარჩა, დამცირებამ, სირცხვილმა და ჯიზიამ მოიცვა".