- ეს ჰადისი საფუძველია იმის, რომელიც განმარტავს გასაკიცხი საქმის შეცვლის დონეებს.
- ბოროტების აღკვეთისას თანდათანობითობის პრინციპი საჭიროა, თითოეულმა ადამიანმა თავისი შესაძლებლობებისა და უნარების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
- ბოროტების აღკვეთა უდიდესი საქმეა ჩვენს რწმენაში და არავის არ ეხსნება ეს ვალდებულება. ამით დავალებულია თითოეული მუსლიმი, მისი შესაძლებლობებისა და ძალების მიხედვით.
- მოწოდება მოსაწონი ქმედებისკენ და დასაგმობი ქმედებების აკრძალვა არის რწმენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, ხოლო რწმენა თავის მხრივ იზრდება და იკლებს.
- დასაგმობი ქმედების აკრძალვა დამოკიდებულია ცოდნაზე, რომ ეს ქმედება არის დასაგმობი.
- დასაგმობის გამოსწორება იმ პირობით კეთდება:თუ თუ მაგ საქმის გამოსწორებისას უფრო დიდი ზიანი არ მოჰყვება ვიდრე არსებულისა.
- დასაგმობის აღკვეთას თავისი ეთიკა და პირობები აქვს, რომლებიც საჭიროა თითოეულმა მუსლიმმა შეისწავლოს.
- დასაგმობის უარყოფა საჭიროებს შარიათის პოლიტიკას, ცოდნას და გამჭრიახობას.
- დასაგმობი საქმის გულით არ უარყოფა მიუთითებს რწმენის სისუსტეზე.