მაჰმუდ იბნ ლაბიიდ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე მეტად თქვენთვის რაც...
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ყველაზე მეტად მისი უმმათისთვის რაც აშინებს ეს არის პატარა შირქი, რია: ადამიანების დასანახად შ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას...
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ორ თვისებაზე, რომლებიც ადამიანებს ახასიათებთ და მიეკუთვნება ურწმუნოების საქმეებსა და ჯაჰილიის (უმეც...
აბუ მარსად ალ-ღანავი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ ჩამოჯდეთ სასაფლაოებზე და არ ი...
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა სასაფლაოებზე ჩამოჯდომა. ასევე აკრძალა სასაფლაოების მიმართულებით ლოცვა, ანუ სასაფლაო რომ იყოს მლო...
გადმოცემულია აბუ ტალჰასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც ა...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ წყალობის ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან ცოცხალი არსების გამოსახულება; ამის...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ანგელოზები თან არ ახლავენ იმ ჯგუფ...
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ანგელოზები თან არ ახლავენ იმ მგზავრებს, რომელთა ჯგუფშიც არის ძაღლი ან ზარი, რომელიც მიბმულია ცხ...

მაჰმუდ იბნ ლაბიიდ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია (სხვის დასანახად შესრულებული ქმედება), განკითხვის დღეს, როცა ყველა ადამიანი თავის ნამოქმედარის საფასურს მიიღებს უზენაესი ალლაჰი იტყვის: "წადით იმათთან, ვის დასანახავადაც აკეთებდით იმქვეყნად ქმედებებს, და ნახეთ, მოიპოვებთ თუ არა მათგან რაიმე საზღაურს"!»

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე».

აბუ მარსად ალ-ღანავი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ ჩამოჯდეთ სასაფლაოებზე და არ ილოცოთ მათ მიმართულებით».

გადმოცემულია აბუ ტალჰასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან (ცოცხალი არსების) სურათი».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ანგელოზები თან არ ახლავენ იმ ჯგუფს, სადაც არის ძაღლი ან ზარი».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: " ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი".

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა თქვა: «ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე. მაგრამ ჩემი მონა აგრძელებს ჩემი სიახლოვის ძიებას სავალდებულო ქმედებებზე დამატებითი თაყვანისცემით (ნაფილის შესრულებით), სანამ არ შევიყვარებ მას. როცა შევიყვარებ, გავხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს; მისი მზერა, რომლითაც ის ხედავს; მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ რამეს მთხოვს, აუცილებლად მივცემ მას. თუ ჩემგან დაცვის ძიებას დაიწყებს, აუცილებლად დავიცავ. არაფერში არ ვყოყმანობ ისე, როგორც მორწმუნე მონის სულის გამოყოფაში, რადგან მას სიკვდილი არ სურს, მე კი არ მსურს, რომ მას ტანჯვა მივაყენო».

ალ-ი'რბად იბნ სარიაჰ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის) დროის სიკვდილით მოკვდება. ხოლო თუ ვინმე იბრძოლებს სიცრუის ან არეულობის დროშის ქვეშ, გაბრაზებული საკუთარი ტომის გამო, მოწოდებას გააკეთებს საკუთარი ტომის გამორჩეულობისთვის ან თავის ტომს დაიცავს სხვების ჩაგვრისას და მოკვდება, მისი სიკვდილი ჯაჰილიის დროის სიკვდილს დაემსგავსება. ვინც ჩემს საზოგადოებას წინააღუდგება, მოსპობს როგორც მართალს, ასევე ცოდვილს მისგან, არ დაინდობს არც ერთ მორწმუნეს და არც იმას, ვისთანაც შეთანხმება აქვს დადებული, მას ჩემთან კავშირი არ ექნება, ისევე როგორც მე არ ვიქნები მასთან დაკავშირებული».

გადმოცემულია მა'ყილ იბნ იასაარ ალ-მუზანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ჭეშმარიტად, მე გავიგონე, თუ როგორ ამბობდა შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): «ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვალა, მათ მოტყუებაში ყოფნის დროს».

მორწმუნეთა დედა უმმ სალამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება. ხალხმა ჰკითხა: "ალლაჰის მოციქულო, განა არ უნდა ვიბრძოლოთ ასეთ მმართველებთან?" მან უპასუხა: «არა, მანამ სანამ ისინი ლოცვას აღასრულებენ».

გადმოცემულია იბნი მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ჩემი (სიკვდილის) შემდეგ უპირატესობა მიენიჭება (სხვებს) და (იქნება ჩადენილი) საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ», ხალხმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რის გაკეთებას გვიბრძანებ?" მოციქულმა თქვა: «გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის დადგენილი, და სთხოვეთ ალლაჰს ის, რაც თქვენ გეკუთვნით».